16 და 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. 16 ნოემბერს უკრაინის საფეხბურთო ნაკრებთან მატჩი ბათუმში ჩატარდება, ხოლო 19 ნოემბერს – ჩეხეთში.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ორივე მატჩისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანები დამონტაჟდება.
„16 ნოემბერს საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის უეფა-ს ერთა ლიგის შეხვედრა გაიმართება. ასევე, 19 ნოემბერს ჩვენი ეროვნული ნაკრები გასვლით მატჩს ჩეხეთში გამართავს. თბილისელ გულშემატკივარს, ვინც ვერ ახერხებს აღნიშნულ თამაშებზე დასწრებას, ვთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და კვების ობიექტებს განვათავსებთ. შევქმნით ყველანაირ პირობას, რომ გულშემატკივარმა უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს, როგორც 16 ნოემბრის, ისე 19 ნოემბრის შეხვედრაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს. ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩვენს ნაკრებს და განსაკუთრებით სჭირდებათ გულშემატკივრობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სიახლეები
- “მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო, ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი “ოცნებასო” – სიიაფე არაფერ შუაშია, ხალხი დგას სიმართლის მხარეს” - გიორგი გამსახურდია
- „ეს მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებაა“ - „ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებაზე
- ტელეწამყვანი ვახო სანაია სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს
- “მისასალმებელია, რომ გერმანიაში დემოკრატიული აზრი კვლავ ძლიერია და კითხვებს სვამენ პეტერ ფიშერის იმ არადიპლომატიურ საქციელზე, რომელიც აშფოთებს ქართულ საზოგადოებას” - ეკა სეფაშვილი
- “ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის ისეთი ვიდეოს დაფინანსება, რომელიც აღვივებს ხალხში აგრესიას, ძალადობისკენ მისწრაფებას და ხელს უწყობს პოლარიზაციას” - ეკა სეფაშვილი