ვერტმფრენის კატასტროფისას კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა
ვერტმფრენის კატასტროფას კალათბურთელ კობი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილის - გაიანასა - და ბორტზე მყოფი კიდევ შვიდი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
„ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა - პილოტი და 8 მგზავრი, არავინ გადარჩენილა,“- განაცხადა ლოს ანჯელესის ოლქის შერიფმა ალექს ვილანუევამ, რომელიც მანამდე 5 გარდაცვლილის შესახებ საუბრობდა.
კობი ბრაიანტისა და გაიანას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია NBA-ის კომისარმა ადამ სილვერმაც დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაიანტის კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, კალიფორნიაში განიცადა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
41 წლის კობი ბრაიანტი მთელი თავისი 20 წლიანი კარიერის მანძილზე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. ის NBA-ის ჩემპიონის ტიტულის ხუთგზის მფლობელი იყო.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი