10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული სამუშაო დღის შემდეგ ოჯახური გარემო ნამდვილად დაამშვიდებს თქვენს სულსა და გულს. იყავით მეტად დამთმობი და ლმობიერი.

 

კურო

მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. ახალი საქმეების წამოწყებისთვის დღე რეკომენდებული არ არის.

 

ტყუპები

ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმეები. დღის მეორე ნახევარი მოდუნდით და დაკმაყოფილდით მიღწეული შედეგებით.

 

კირჩხიბი

იყავით ზომიერი ნებისმიერ ურთიერთობაში. გულახდილი საუბრები მეტად დაათბობს ურთიერთობებს ახლობლებთან.

 

ლომი

ემოციური დღეა, დაიცავით ზომიერება როგორც სახლში ასევე სამსახურში, დასვენებაშიც და საქმეშიც, დღის ბოლოს თავს ხალისიანად და ენერგიულად იგრძნობთ.

 

ქალწული

ნუ გადაიტვირთებით, მიჰყევით თვითდინებას, შესაძლოა სწორედ დღეს მიიღოთ ის, რასაც დიდი ხნის მანძილზე ელოდით.

 

სასწორი

შესაძლოა დაგჭირდეთ გარკვეული გადაწყვეტილების მიღება, რაც თქვენში გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს თუმცა ეს გადაწყვეტილება სასიკეთოდ აისახება თქვენს საქმიან სფეროზე.

 

მორიელი

დღეს მეტად იზრუნეთ თქვენს ახლობლებსა და ირგვლივმყოფებზე. მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ.

 

მშვილდოსანი

წარმატების შანსები იზრდება, თქვენი იდეები პერსპექტიული და კარგ შემოსავლებს გპირდებათ.

 

თხის რქა

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთვევაში დაეყრდენით, საკუთარ თავსა და გამოცდილებას.

 

მერწყული

თქვენს ნიჭზე ბევრი რამაა დამოკიდებული. გამოიყენეთ თქვენი ორგანიზატორული უნარები და ქარიზმა.

 

თევზები

გაგახალისებთ დიდი ხნის უნახავი ადამიანის სტუმრობა. შესაძლოა დღეს რაღაც ფორმით თქვენს ცხოვრებაში წარსული დაბრუნდეს.

წაკითხვა 100 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.