ვენერა კუროში: რას მოგიტანთ სიყვარულისა და ფულის პლანეტა, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა 28 მა­ისს (23 ივ­ნი­სამ­დე) კუ­რო­ში, თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის ნი­შან­ში გა­და­ვა და უმ­რავ­ლე­სო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებს მო­ი­ტანს.

მო­გინ­დე­ბათ მეტი კომ­ფორ­ტი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა, გემ­რი­ე­ლო­ბე­ბის მირ­თმე­ვა, ჩა­ხუ­ტე­ბა, მო­ფე­რე­ბა და ზო­გა­დად სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ლა­მა­ზის გა­მოვ­ლე­ნა. გარ­და ამი­სა, თა­ვი­სი ტრან­ზი­ტის დროს ვე­ნე­რა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სოთ პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ზო­გი­ერთს ელის და­უ­ვი­წყა­რი შეხ­ვედ­რა, ზოგს ძვე­ლი კავ­ში­რის აღ­დგე­ნა, ზოგს მო­მა­ბეზ­რე­ბელ პარტნი­ორ­თან და­შო­რე­ბა და ა.შ.

 

კურო არის მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მას სურს სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სა­ი­მე­დო­ო­ბა. კურო მყა­რად უნდა იდ­გეს მი­წა­ზე, მას არ უყ­ვარს ცვლი­ლე­ბე­ბი, ფუ­ლის ფლან­გვა, უფრო შემგრო­ვე­ბე­ლია. ამას­თან, სი­ა­მოვ­ნებს, როცა ლა­მა­ზად და გე­მოვ­ნე­ბით იც­ვამს, გემ­რი­ე­ლად იკ­ვე­ბე­ბა. ამის­თვის ფულს არ და­ი­შუ­რებს. არც მა­სა­ჟი­სა და სპა-პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის. აქვე გირ­ჩევთ, ტკბი­ლე­უ­ლი ზო­მი­ე­რად მი­ირ­თვათ, ვე­ნე­რა კუ­რო­ში ყო­ველ­თვის იწ­ვევს წო­ნის მა­ტე­ბას. კუ­როს უყ­ვარს სტა­ბი­ლუ­რი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს პარტნი­ორ­ში და სურს, რომ მას­ზე ფი­ნან­სუ­რად იზ­რუ­ნონ. ამ პე­რი­ოდ­ში გა­ა­ნე­ბივ­რეთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით, ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბით. ამას­თან, არ აეჭ­ვი­ა­ნოთ, კურო მე­სა­კუთ­რეა და ღა­ლატს კი არა, ფლირტსაც კი არ გა­პა­ტი­ებთ. პი­რად რუ­კა­ში ვე­ნე­რას უარ­ყო­ფი­თი ას­პექ­ტი­სას მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ჭამა და შო­პოჰო­ლიზ­მი.

 

კუ­რო­ში ვე­ნე­რას ტრან­ზი­ტის დროს გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი, მდი­და­რი კლი­ენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად მან­დი­ლოს­ნე­ბი, რად­გან ვე­ნე­რა ქა­ლუ­რი პლა­ნე­ტაა.

 

11 ივ­ნისს ვე­ნე­რა ურა­ნის შე­ერ­თე­ბა მო­გი­ტანთ მო­უ­ლოდ­ნელ რო­მან­ტი­კულ შეხ­ვედ­რას, ცვლი­ლე­ბებს, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებს არ­სე­ბულ სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­შირ­ში. რო­მა­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ბათ გან­სხვა­ვე­ბულ, ორი­გი­ნა­ლუ­რი პრო­ფე­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ან­თან. ან შე­იძ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა იყოს არატ­რა­დი­ცი­უ­ლი, სხვე­ბის­თვის შო­კის მომ­გვრე­ლი. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა გან­სხვა­ვე­ბულ რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი მო­უმ­ზა­დეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. ხოლო თუ უკვე აღარ გსი­ა­მოვ­ნებთ ერ­თად ყოფ­ნა, და­შო­რე­ბა უმ­ტკივ­ნე­უ­ლო იქ­ნე­ბა.

 

15 ივ­ნისს ვე­ნე­რა აღ­მა­ვალ კვანძს შე­უ­ერ­თდე­ბა. მო­გინ­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, კომ­ფორ­ტი და სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა, გემ­რი­ე­ლო­ბე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა. და­ფიქ­რდე­ბით, რო­გორ უნდა მი­აღ­წი­ოთ უზ­რუნ­ველ ცხოვ­რე­ბას.

 

18 ივ­ნისს ვე­ნე­რა სა­ტურ­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა გვე­ლის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტია, სა­სი­კე­თო მა­ინც იქ­ნე­ბა. რად­გან ფარ­ფა­ტა ვე­ნე­რას ხან­და­ხან ჩარ­ჩო­ე­ბი და აკ­რძალ­ვე­ბი სჭირ­დე­ბა და ცივ და მკაცრ სა­ტურნს კი რო­მან­ტი­კუ­ლი გრძნო­ბე­ბის გაღ­ვი­ძე­ბა. ამი­ტომ, და­ფიქ­რდით რა უნდა შე­ამ­ცი­როთ, ან რაზე უნდა თქვათ უარი. ან სად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ მეტი სიყ­ვა­რუ­ლი და სი­ლა­მა­ზე. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ჩაც­მუ­ლო­ბა­ში შე­ი­ტა­ნოს სიმ­კაც­რე, აკა­დე­მი­უ­რო­ბა, ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა სპე­ც­ფორ­მა მო­იხ­დი­ნოთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ცოტა გა­ცივ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­სიყ­ვა­რუ­ლი პარტნი­ო­რი გახ­დეს პრე­ტენ­ზი­უ­ლი, ჯუ­ჯღუ­ნა. ამი­ტომ და­ი­ცა­დეთ, არ იკა­მა­თოთ, იყა­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, მალე ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა.

 

19 ივ­ნისს ვე­ნე­რას სა­სი­ა­მოვ­ნო ას­პექ­ტი აქვს ნეპ­ტუნ­თან. ეს სა­უ­კე­თე­სო დროა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად; რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნის­თვის. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბას. ამას­თან გარ­თხილ­დით, რომ სიყ­ვა­რუ­ლით თავ­ბრუ­დახ­ვე­უ­ლი არ გახ­დეთ ტყუ­ი­ლის, აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან გმარ­თებთ ყუ­რა­დღე­ბა.

 

21 ივ­ნისს ვე­ნე­რას ასე­ვე სა­სი­ა­მოვ­ნო ას­პექ­ტი აქვს პლუ­ტონ­თან (რო­მე­ლიც ახლა რეტ­როგ­რა­დულ სვლა­შია 29 აპ­რი­ლი­დან 8 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით). ეს არის წარ­სუ­ლის შეც­ვლის, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის დღე. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა დაბ­რუნ­დეს ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი, ან მი­ი­ღოთ ფული ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­გან, და­იბ­რუ­ნოთ ვალი. პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ით გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ გა­რეგ­ნო­ბა ან უკვე არ­სე­ბუ­ლი გა­მო­ას­წო­როთ.

 

29 ივ­ნისს ვე­ნე­რას კარ­გი ას­პექ­ტი ექ­ნე­ბა იუ­პი­ტერ­თან. დიდი და მცი­რე ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან, რათა ბედ­ნი­ე­რე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა მოგ­ვი­ტა­ნონ. ეს სა­უ­კე­თე­სო დღეა ყვე­ლა სა­სი­კე­თო თე­მის და სა­კი­თხის მო­საგ­ვა­რებ­ლად. სა­უ­კე­თე­სო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით სო­ცი­ა­ლურ თე­მებ­ში, ეს არის აღი­ა­რე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის დრო. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო სა­კი­თხე­ბის თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვა­რე­ბის. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს და­ქორ­წი­ნე­ბა; და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა ჰარ­მო­ნი­უ­ლი გა­ხა­დეთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი. მარ­ტო­ხე­ლებს კი რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ.

 

ახლა კი წა­ი­კი­თხეთ პროგ­ნო­ზი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, რათა იცო­დეთ, სად შეხ­ვდე­ბით ახალ სიყ­ვა­რულს და რა სფე­რო­ებ­ში გე­ლით სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა.

 

ვერ­ძი

ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის დრო და­გიდ­გათ; ფული საკ­მა­რი­სად გექ­ნე­ბათ და მო­გინ­დე­ბათ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, ლა­მა­ზი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა (მაგ­რამ არ გირ­ჩევთ, აჩ­ქა­რე­ბას, სა­ნამ მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან არ გა­მო­ვა). გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მა­დაც და თუ გა­სუ­ქე­ბას არ აპი­რებთ, ეცა­დეთ აკონ­ტრო­ლოთ სა­კუ­თა­რი თავი, მო­ე­რი­დეთ დე­ლი­კა­ტე­სე­ბის ჭა­მას. მო­ი­ძი­ეთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. და­ა­ბან­დეთ ფული სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ში. კარ­გია ცურ­ვა: მა­სა­ჟი. აგ­რეთ­ვე კარ­გია კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა.

 

კურო

მო­გინ­დე­ბათ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში, იმი­ჯში, სა­მოს­ში, გა­ნათ­ლე­ბა­ში. უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­აძ­ვი­როთ მომ­სა­ხუ­რე­ბა, მო­ი­თხო­ვოთ ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა ან გა­მო­ნა­ხოთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას მი­იქ­ცევთ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ თვით­რეკ­ლა­მა. სა­კუ­თარ თავს ხში­რად გა­ი­ნე­ბივ­რებთ სა­ჩუქ­რე­ბით ან შე­იძ­ლე­ბა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გა­ნაც მი­ი­ღოთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ თა­ვად გა­ეც­ნოთ იმ ადა­მი­ანს, ვის მი­მარ­თაც სიმ­პა­თი­ას გაქვთ.

 

ტყუ­პი

გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, გა­ა­ბათ ფა­რუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი; არ გირ­ჩევთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის შექ­მნას ან პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას­გან მა­ლუ­ლად იქორ­წი­ნოთ. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა წერ­ტი­ლი და­უს­ვათ ფა­რულ კავ­შირს - და­ას­რუ­ლოთ ან გა­მო­ა­აშ­კა­რა­ოთ. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ფული ფა­რუ­ლი წყა­რო­დან ან გა­მო­ნა­ხოთ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­ზეც არა­ვის მო­უყ­ვე­ბით. გა­გი­ტა­ცებთ ფსი­ქო­ლო­გია, ოკულ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ან შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნი გა­იც­ნოთ, ვინც ამ სფე­რო­თი იქ­ნე­ბა გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

 

კირჩხი­ბი

გახ­შირ­დე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი. ახალ სიყ­ვა­რულს შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რე­ბის წრე­ში შეხ­ვდეთ ან მათი დახ­მა­რე­ბით, ან ინ­ტერ­ნე­ტქ­სელ­ში. ვე­ნე­რა მო­გი­ტანთ პო­პუ­ლა­რო­ბას, აგის­რუ­ლებთ სურ­ვი­ლებს. თუ ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ, და­ი­წყეთ ინ­ტერ­ნეტ­საქ­მი­ა­ნო­ბა. გა­ი­ჩენთ ახალ თა­ნა­მო­აზ­რე­ებს. ფულს მი­ი­ღებთ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან, მე­გობ­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის­თვის. გახ­სოვ­დეთ, რომ თქვენს ნი­შან­შია ლი­ლი­ტი, ნუ აჰ­ყვე­ბით ცდუ­ნე­ბას და ნუ გა­რის­კავთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო და ფი­ნან­სურ სფე­რო­ში.

 

ლომი

თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი პო­პუ­ლა­რულს გაგხდით. მარ­ტო­ხე­ლებ­მა კი შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ წარ­მა­ტე­ბულ, გავ­ლე­ნი­ან პი­როვ­ნე­ბას­თან. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. თუ სი­ლა­მა­ზის სფე­რო­ში მუ­შა­ობთ, მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა. თუ შე­მოქ­მე­დე­ბით სფე­რო­ში ხართ, თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­გი­ტანთ ფულს, ცნო­ბი­ლის გაგხდით. ამას­თან, მო­ე­რი­დეთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ინ­ტრი­გებს, უფ­როს­თან რო­მა­ნის გაბ­მას და მერე მის შან­ტაჟს.

 

ქალ­წუ­ლი

გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ სიყ­ვა­რუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სად­მი. შე­იძ­ლე­ბა სა­შო­პინ­გოდ წახ­ვი­დეთ სა­ზღვარ­გა­რეთ ან სიყ­ვა­რუ­ლის გამო, ან მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას და­ი­წყოთ რო­მა­ნი. თუ შე­მოქ­მე­დე­ბით სფე­რო­ში ხართ, შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი ნა­წარ­მი გა­ი­ტა­ნოთ უცხო­ეთ­ში. პო­პუ­ლა­რო­ბას მი­აღ­წევთ ლი­ტე­რა­ტუ­რის (გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ რო­მანს წერთ), იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის სფე­რო­ში. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ლექ­ტორ­თან გა­ა­ბათ რო­მა­ნი. და­ფიქ­რდით, რით შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ლა­მა­ზოთ ცხოვ­რე­ბა, მი­ი­ღოთ სი­ა­მოვ­ნე­ბა.

 

სას­წო­რი

მი­ი­ღებთ მა­ტე­რი­ა­ლურ სარ­გე­ბელს ან შე­იძ­ლე­ბა ბიზ­ნე­სი მი­ი­ღოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბით. გა­და­წყვეთ სი­ლა­მა­ზის გამო ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას; არ და­ი­ნა­ნებთ ფულს სპა-პრო­ცე­დუ­რებ­სა და მა­საჟ­ში. მო­გინ­დე­ბათ ფუ­ლის და­ბა­დე­ბა ლა­მაზ, ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­ში. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი ან არ­სე­ბულ პარტნი­ორ­თან გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ინ­ტი­მუ­რი სფე­რო. ამას­თან, გაფრ­თხილ­დით, რომ თქვე­ნი რო­მა­ნი არ გარ­და­იქ­მნას დრა­მა­ში. ზო­გი­ერ­თის ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეს ყო­ფი­ლი.

 

მო­რი­ე­ლი

მარ­ტო­ხე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მო­ი­მა­ტებს ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რი გა­მო­გიჩ­ნდეთ, რო­მე­ლიც მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გი­ტანთ. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როა, გა­ი­ჩენთ ახალ და მდი­დარ კლი­ენ­ტებს. თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ სა­უ­კე­თე­სო დრო დგე­ბა ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად, ქორ­წი­ნე­ბის­თვის.

 

მშვილ­დო­სა­ნი

იო­ლად შე­ას­რუ­ლებთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, მო­ა­ლა­მა­ზებთ თქვენს სა­მუ­შაო ად­გილს. შე­იძ­ლე­ბა სი­ლა­მა­ზის სფე­რო­ში და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა. ზო­გა­დად, მე­ტად იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ თავ­ზე: სი­ლა­მა­ზე­ზეც და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც. თუ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი გყავთ, შე­იძ­ლე­ბა გა­გიმ­რავ­ლდეთ, მან მო­გი­ტა­ნოთ ფული. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ კო­ლე­გას­თან.

 

თხის რქა

რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა მო­ი­მა­ტებს. მო­გინ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი თა­ვის მე­ტად გა­ნე­ბივ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა შვე­ბუ­ლე­ბის დროს გა­იც­ნოთ რო­მან­ტი­კუ­ლი პარტნი­ო­რი. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ი­მა­ტებს რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა, გა­ა­ნე­ბივ­რებთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს სი­ურპრი­ზე­ბით, სა­ჩუქ­რე­ბით. ფული შე­იძ­ლე­ბა ლა­ტა­რი­ა­ში მო­ი­გოთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბე­სოთ.

 

მერ­წყუ­ლი

მო­გინ­დე­ბათ სახ­ლის მო­ლა­მა­ზე­ბა, ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შექ­მნა ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ბი­ნის­თვის შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს. შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ფორ­მოთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ან ფუ­ლა­დი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოთ ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბით. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი მშობ­ლე­ბის მი­მართ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტოთ, ან თუ სა­ზღვარ­გა­რეთ ხართ, მშობ­ლი­ურ ად­გილს და­უბ­რუნ­დეთ.

 

თევ­ზე­ბი

რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია ინ­ტერ­ნე­ტით მი­მო­წე­რი­სას ან მგზავ­რო­ბი­სას: ექ­სკურ­სია, ტური, პიკ­ნი­კი. გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი მე­გობ­რებ­თან და შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნიც კი გა­ა­ბათ ერთ-ერ­თთან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ლა­მა­ზი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ი­ძი­ნოთ (მაგ­რამ რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ, მოც­და ჯო­ბია). კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მივ­ლი­ნე­ბა, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი. მო­გინ­დე­ბათ სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე დას­წრე­ბა, რაც სი­ლა­მა­ზეს­თან, თა­ვის მოვ­ლას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, სა­ბე­დოს შეხ­ვდეთ სწავ­ლი­სას, ტრე­ნინ­გებ­ზე.

 

წყარო

წაკითხვა 475 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 28 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.