28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სავარაუდოდ, ვიღაც დახმარების თხოვნაზე უარს გეტყვით. ეცადეთ, რომ თქვენი ოცნებები რეალობას შეუსაბამოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლებელია სერიოზული გართულებები. ეცადეთსაქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

კურო

აქტიური და წარმატებული დღეა. ენერგიით სავსე ხართ და ნებისმიერი სირთულის საქმეს თავს ადვილად გაართმევთ. სანამ ახალ პროექტს დაიწყებთ, გირჩევთ თაროზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ. ეცადეთ დიდი ხნის უნახავი ნათესავების მოსანახულებლად დრო გამონახოთ.

ტყუპები

დაუფიქრებლად ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით, რადგან პირობის შესრულება გაგიჭირდებათ. დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვას მეტი დრო დაუთმოთ და ვარჯიში დაიწყოთ. ამ დღეს იღბალი დიზაინერებს და არქიტექტორებს გაუღიმებს.

კირჩხიბი

ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით ფინანსების სწორად განაწილებას შეძლებთ. უცხო ადამიანებს ნუ ენდობით, თორემ უამრავ პრობლემას შეიქმნით. მოგიწევთ დაუბრუნდეთ საქმეს, რომელიც უკვე დასრულებული გეგონათ. საღამოს სასიამოვნო სტუმრების ვიზიტი გელით.

ლომი

ამ დღეს ტაქტისა და გამძლეობის გამოჩენა მოგიწევთ, რომ რთული ვითარებიდან გამოსავალი იპოვოთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ ზედმეტად ცხარე და მარილიან კერძებს უნდა მოერიდოთ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავთ, გირჩევთ საყვარელი ადამიანი სახლში დატოვოთ, რომ გაუგებრობაში არ აღმოჩნდეთ.

ქალწული

ამ დღეს მნიშვნელოვანი ცვლილება გელით. ფულის შენახვა შეგიძლიათ, მაგრამ ბოლო დროს ცდუნებებს ვერ უმკლავდებით, ამიტომ გამორიცხული არ არის, ფინანსური პრობლემები შეგექმნათ. შესაძლოა, დღეს მოგებიან ბიზნესში მონაწილეობა შემოგთავაზონ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ.

სასწორი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში იშვიათი წარმატება გელით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოერიდეთ უხეშობას და პრეტენზიების წამოყენებას. ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის შემდეგ დროა დამსახურებული ჯილდო მიიღოთ.

მორიელი

დილიდან თავს დაღლილად და გამოფიტულად იგრძნობთ. გირჩევთ გამორიცხეთ ხორცი მენიუდან და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. დღის მეორე ნახევარში იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანებებისა და საგზაო შემთხვევების რისკი. ეცადეთ, კომპიუტერთან დიდი დრო არ გაატაროთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ ამ დღეს ყურადღება პირადი პრობლემებიდან პროფესიულ პრობლემებზე გადაიტანოთ. პლანეტების განლაგება დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას ხელს უწყობს. მოერიდეთ უფროს ნათესავებთან კამათს და დაპირისპირებას, რაც თქვენს შრის ხანგრძლივ უნდობლობას გააჩენს.

თხის რქა

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. შეიძლება ოჯახის წევრის გამო ნერვიულობა მოგიწიოთ, თუმცა თქვენი შიში არ გამართლდება. თუ გყავთ მეგობრები, რომლებთანაც რაიმე მიზეზით იჩხუბეთ, ეცადეთ მშვიდობა დაამყაროთ.

მერწყული

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. თქვენს სიმშვიდეს და თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. გრძნობების გამოვლენის ნუ შეგრცხვებათ და ხშირად შეახსენეთ, რამდენად ძლიერად გიყვართ.

თევზები

მუშაობა კარგია, მაგრამ დროა პირადი ცხოვრების მოწყობაზეც იფიქროთ და საკუთარი თავი მთლიანად საყვარელ ადამიანს მიუძღვნათ. ნუ ენდობით მაცდურ შეთავაზებას - შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. დღის მეორე ნახევარში კუჭთან დაკავშირებული პრობლემები გელით, ამიტომ სასურველია ცხარე და მარილიან კერძებს მოერიდოთ.

წაკითხვა 360 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.