21 ივნისი - წელიწადის ყველაზე დიდი დღე და ხანმოკლე ღამე

ზაფხულის მზებუდობა

“ყველაფერი, რასაც ამ ღამით სიზმრად ნახავ, ახდება“. - შექსპირი (ზაფხულის ღამის სიზმარი)

 

წელს, ზაფხულის მზებუდობა დგება 21 ივნისს, 13:13 სთ-ზე (ჩვენი დროით).

 

წლის ყველაზე დიდი დღე და ხანმოკლე ღამე.

 

ლიტა - კელტური დღესასწაული, რომელიც აღინიშნება დღემდე არაერთ ქვეყანაში. ამ დღეს ანთებდნენ კოცონს და დღესასწაულობდნენ. დღის ძირითად ნაწილს ბუნებაში ატარებდნენ და უამრავ რიტუალებს ატარებდნენ, დაცვისთვის, ნაყოფიერებისთვის.

 

დედამიწა პერიგეიში (მზესთან ყველაზე ახლო წერტილი - ზამთარში) ცოტა უფრო ჩქარა მოძრაობს, ვიდრე აფელიუმში (მზიდან ყველაზე დაშორებული წერტილი - ზაფხულში).

 

იდეები იბადება კირჩხიბში. (თხის რქა ქმნის, აღასრულებს სხვათა დაწყებულს.)

 

შესაბამისად ყურადღება გაამახვილეთ განსაკუთრებით ამ დღეს, ზაფხულის მზებუდობას, როდესაც მზე გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, ის რასაც ფიქრობთ, ის რასაც გამოძერწავთ თქვენს გონებაში აუცილებლად მატერიალიზდება! ეს არის ჯადოსნური დღე, ეს არის საოცრებების დღე!

 

გირჩევთ:

ღამით, ძალიან კარგია ბანაობა, განსაკუთრებით მათთვის ვინც იმყოფება ზღვასთან, მდინარესთან ახლოს, ეცადეთ შეხვიდეთ წყალში დანარჩენებმა კი მიიღეთ შხაპი, ეს წყალი გვავსებს ენერგიით, მოგვცემს ჯანმრთელობას!

 

გააღეთ ფანჯრები, შეხვდით მზეს, შემოუშით მზის ენერგიები სახლში, სამუშაო სივრცეში...

 

მიეფიცხეთ მზეს, მოესიყვარულეთ, დადგით (სასურველია გამჭვირვალე) წყლით ჭიქა ფანჯრის რაფაზე, დაიმუხტოს მზის ენერგიით დილიდანვე.

 

ასევე დამუხტეთ სარკეები, მინერალური ქვები, სიმბოლოები, საფულე, გასაღებები.

 

პ.ს. დამუხტვასთან ერთად, ხდება ძლიერი წმენდა ამ დღეს მზის ენერგიით, შესაბამისად სარკეების, გასაწმენდად ერთერთი საუკეთესო დღეა.

 

სასურველია ატაროთ ამ დღეს ყვითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი სამოსი, ან აქსესუარები მაინც.

 

გადით ბუნებაში, კარგია ფეხშიშველა სიარული მიწაზე.

 

გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ტკბილეულით, დააპურეთ ცხოველები და ფრინველებისთვისაც არ დაგავიწყდეთ საკენკის დაყრა.

 

ნუ იკამათებთ, თავი შეიკავეთ გარჩევებისგან.

 

მაქსიმალურად გამოიყენეთ ცეცხლისა და წყლის ელემენტი, დაანთეთ სანთლები (ყვითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი), ჩაიფიქრეთ სურვილები!

 

 

ამ დღეს კრეფენ მცენარეებს, მათგან ამზადებენ გვირგვინებს, წნულებს, რომლითაც სახლებს ამშვენებენ, თუმცა ამ მცენარეულ სილამაზეებს ჯადოსნური თვისებები აქვს.

 

ძალიან ეფექტურია- ამ დღეს სხვადასხვა რიტუალების შესრულება

 

მოფიქრეთ თავად, რადგან ამ დღეს ჩვენ ყველა ცოტათი ჯადოქრები ვართ

 

ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რიტუალს, სურვილის ასრულებისთვის:

 

დილით, მიდით ფანჯარასთან, შეხედეთ მზეს და უთხარით შემდეგი სიტყვები:

 

„მზეო მშვენიერო, მზეო დიდებულო! დამეხმარე ჩემს საქმეში, ჩემი ოცნების ასრულებაში და ის შენი კაშკაშა სინათლით გაანათე, ბრწყინვალე სხივებით გაათბე“.

20 ივნისს საღამოს, მზებუდობის წინა ღამეს, თქვენს სახლში ამოატრიალეთ ყველაფერი რისი ამოტრიალებაც შესაძლებელია: ქვაბები, თეფშები, სკამები, პატარა მაგიდები, ჭიქები, ფეხსაცმელი... სამოსიც შეგიძიათ ამოატრიალოთ, თან წარმოსთქვით - ამ ღამით სახლი მთლიანად ამოტრიალდება საძირკველით და დილიდან ახალი ცხოვრება დაიწყება!

 

დილით, ადრიანად, მზის შეგებების შემდეგ ყველაფერს აბრუნებთ სწორ პოზიციაში.

 

კარგი იქნება თუ გახვალთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ამ დროს წნიან ყვავილების გვირგვინებს და თითოეულ წნულის გაკეთებისას იფიქრებენ 1 სურვილს, ან წარმოთქვავენ პოზიტიურ აფირმაციებს. ამასთან უნდა შეიგრძნოთ თქვენი სურვილის ასრულებისას განცდილი ემოციები.

 

თუ ვერ ახერხებთ ამის მცენარეებით გაკეთებას, თუნდაც სახლში, მაშინ აიღეთ ფერადი ლენტები და ზუსტად იგივენაირად იმოქმედეთ. ეს წნული კი შეინახეთ მთელი წლის განმავლობაში.

 

გაწერეთ თქვენი მომავალი 1-2-3 ან 5 წელი, დაისახეთ ახალი მიზნები, ჩამოწერეთ ამ მიზნების განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯები. ამის შემდეგ შექმენით წარმოსახვითი სფერო და თქვენი აზრ-ფორმები მოათავსეთ თქვენს წინ არსებულ ამ სფეროში, რომელსაც გაუშვებთ რეალიზაციისთვის სამყაროში.

 

შემდეგი ეტაპია პატარა ცვლილებების შეტანა ყოველდღიურობაში, იმიჯის მცირედ შეცვლა, იმოქმედეთ განსხავევულად, ახლებურად, შეცვალეთ ნებისმიერი დეტალი, თუნდაც ბეჭედი თითზე, შეცვალეთ კბილის ჯაგრისი, მხარე სადაც წვებით, გადააადგილეთ ავეჯი თქვენს ოთახში, შეცვალეთ თუნდაც გზა უახლოეს სუპერმარკეტამდე.

 

მცირე ცვლილებები შეიტანეთ ყოველდღიურობაში და გჯეროდეთ, რომ თქვენს რეალობას, თქვენს საუკეთესო ცხოვრების სცენარს თავად თქვენ ქმნით!

 

გისურვებთ ბედნიერ ზაფხულს !

 

OMNIA

წაკითხვა 100 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 21 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.