August 14, 2022

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, მუშაობა თუნდაც ერთი დღით დაივიწყოთ და სიყვარულისთვის მოიცალოთ. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი, რომელიც საქმის მიმდინარეობას შეცვლის.

 

კურო

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ - ამ დღეს ყველაფერი თქვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული. არახელსაყრელი დროა კოლექტიური საქმიანობისთვის, თუმცა, ინდივიდუალური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ.

 

ტყუპები

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. გახსოვდეთ, რომ გულწრფელი საუბარი ნდობის აღდგენის საფუძველია. ნებისმიერი განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. რისკი და ახალი ნაცნობობა არასასურველია.

 

კირჩხიბი

მზად ხართ, რთული პროექტი დაიწყოთ. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. დაუგეგმავი შემოსავალი გელით, რომელიც ისევე უცბად დაიხარჯება, როგორც მიიღეთ. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

 

ლომი

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით უამრავ სანერვიულოს მოგიტანთ. შეამოწმეთ გამოყენების ვადა წამლებზე, რომელთა მიღებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ.

 

ქალწული

სიყვარულში იმედგაცრუება ტკივილს მოგაყენებთ, თუმცა მალე ახალი გატაცება გელით. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. შესაძლოა შეხვედრა გავლენიან ადამიანთან.

 

სასწორი

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. არ არის გამორიცხული, საღამოს სასიამოვნო პაემანმა ყველა პრობლემა დაგავიწყოთ. ხელსაყრელი დღეა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის.

 

მორიელი

ამ დღეს ბიზნესში სერიოზული ცვლილებები გელით. განწყობა შეიძლება ნულამდე დაეცეს, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას - ამისთვის არახელსაყრელი დღეა.

 

მშვილდოსანი

ამ დღეს ახალი პროექტების დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უხეშობას და ზეწოლას უნდა მოერიდოთ, თორემ ძალიან ძვირად დაგიჯდებათ.

 

თხის რქა

ეს დღე ხელსაყრელია მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული თხის რქებისთვის. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ, რადგან ეს თქვენს ურთიერთობას გაანადგურებს. რაც უფრო რთულია თქვენი ამოცანა, მით უკეთესად გაუმკლავდებით. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

 

მერწყული

ეს დღე შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. ბინის გარემონტების სურვილი გაქვთ, რასაც შესაძლოა ოჯახმა მხარი არ დაუჭიროს და ხანგრძლივი დებატები გამოიწვიოს.

 

თევზები

ამ დღეს შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და აღიარებას მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას - ალბათ ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება. გავლენიან ადამიანთან შეხვედრამ შეიძლება, საქმის მიმდინარეობა მთლიანად შეცვალოს.

 
 
წაკითხვა 138 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.