ამ გვერდის ამობედვა

"ახალი მთვარე ძალიან კარგია მოტივაციისა და დამუხტვისთვის" - ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე

ცნობისთვის გეტყვით, რომ ცის კაბადონზე ხვალ ძალიან საინტერესო ახალმთვარეობა გვაქვს და როგორც სულხან-საბა იტყოდა ,,მზე რა ლომში შევა გასვლამდი არდადაგი არსო". ეს არდადეგებიც ნელ-ნელა იწურება, ახალი მთვარე ძალიან კარგია მოტივაციისა და დამუხტვისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე წერს.

 მისი თქმით, სამყაროში კოსმიურ ცის კაბადონზე ახლა პლანეტათა უკუსვლის პერიოდია.

 

"23 აგვისტოდან მათ რიცხვს პლანეტა მერკურიც მიემატება, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ - დაასრულეთ ძველი საქმეები, გადაჭერით პრობლემები და დაუსვით წერტილი. მისაღები დროა იდეების გაანალიზებისა და დაგეგმვისთვის, მაგრამ არა დაწყებისთვის. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და უაზრო დაპირებებისგან თავი შეიკავეთ. დიდად არც ტექნიკის გამოცვლას და დოკუმენტებთან შეხებას არ გირჩევთ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე მაინც.

 

პიკი იქნება ხვალ 13:38 საათზე. ესაა შესანიშნავი ორ კვირიანი პერიოდი, რომელიც, გასაოცარია და ფაქტობრივად, თითქმის ზუსტად დაემთხვა მარიამობის მარხვისა და დასრულების ზონას. ეცადეთ ესაუბროთ ყოვლად, თეთრ, სპეტაკ და ნათელ ძალებს, იქონიეთ კავშირი თქვენს მფარველ ანგელოზთან და თავად წმინდა მარიამთან, ცის კარები ამ ორი კვირის მანძილზე უფრო ახლოსაა ღია და გახსოვდეთ: რაც უფრო მგრძნობიარე, გულმართალი და სათნოა ადამიანი, ასეთის თხოვნა უპასუხოდ არასდროს არ დარჩება.

 

ბედნიერ დღეებს გისურვებთ!"- წერს გიორგი ლობჯანიძე.

წაკითხვა 495 ჯერ

სიახლეები