ამ გვერდის ამობედვა

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნაკლები ილაპარაკეთ და უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ მოცდებით. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. აუჩქარებლად იმუშავეთ, საქმეს თანმიმდევრულად მიჰყევით და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის.

კურო

პრობლემები შეიძლება დილიდანვე დაიწყოს, ამიტომ რთული და გრძელი დღისთვის უნდა მოემზადოთ. შუადღეს შეიძლება ენერგიის დონემ მკვეთრად დაიკლოს და დაწყებული საქმეების დასრულება გაგიჭირდეთ. არ ინერვიულოთ, საღამოს სიტუაცია გამოსწორდება და შეგიძლიათ, წვეულებაც კი მოაწყოთ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

ტყუპები

რთული და მნიშვნელოვანი საქმეებით დატვირთული დღეა. უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, მაგრამ ვარსკვლავების მხარდაჭერა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას - დღეს ის არ გიღალატებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენში წინააღმდეგობის სურვილი ძალიან ძლიერია - ნებისმიერ საკითხზე კამათობთ და საკუთარი პოზიციის დაცვას ცდილობთ მაშინაც, როცა არავინ გეკამათებათ. გაითვალისწინეთ, რომ ამან შეიძლება ურთიერთობები დააზიანოს ან სამსახურში პრობლემები შეგიქმნათ. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

ლომი

დისტანციური მუშაობისთვის შესაფერისი დღეა. ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და უსარგებლო საუბრებში დრო არ დაკარგოთ. ფინანსური სირთულეების ასაცილებლად, „დაზოგვის რეჟიმი“ უნდა ჩართოთ. ამ დღეს სხვების რჩევებს ნაკლებად უნდა უსმინოთ.

ქალწული

პროექტი, რომელზედაც ამ ბოლო დროს მუშაობდით, თითქმის დასრულებულია. სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად, გირჩევთ, თქვენი გეგმა მცირე ნაწილებად დაყოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ - პარტნიორებს და მოკავშირეებს ახლა თქვენთვის არ სცალიათ. თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ.

სასწორი

ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ მეტს იაქტიურებთ, თქვენ წინაშე გაიხსნება კარი, რომელიც დიდხანს დაკეტილი იყო. ნუ აჩქარდებით, რათა შეცდომა არ დაუშვათ ან მნიშვნელოვანი წვრილმანი არ გამოგეპაროთ. ამ დღეს ყველაზე მეტად ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას და გარშემო მყოფებთან კამათს უნდა მოერიდოთ. ამას თუ ვერ ახერხებთ, უბრალოდ სახლში დარჩით.

მორიელი

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება დაძაბულობამ თავი იჩინოს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პრინციპულ საკითხებში დაუთმოთ, თორემ სკანდალი გარდაუვალია. თუ სამუშაოს ვერ უმკლავდებით, დახმარება კოლეგებს ან პარტნიორებს უნდა სთხოვოთ. მალე თქვენი დახმარება მათ დასჭირდებათ და მადლობის გადახდის საშუალება მოგეცემათ.

მშვილდოსანი

ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, თქვენი ერთგული მოკავშირეები და კარგი მეგობრები გახდებიან, ამიტომ მიწვევაზე უარს ნუ იტყვით და წვეულებაზე წადით. თქვენი ნებისმიერი იდეა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებს. ამაში გარკვეულ როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ.

თხის რქა

ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა გეგმის განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა გსურთ, 6 თებერვალი ამისთვის შესანიშნავი დროა. მალე საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ, დაძლიოთ.

მერწყული

დღის პირველ ნახევარში უმჯობესია, საყოფაცხოვრებო საქმეებით დაკავდეთ. სადილის შემდეგ რთული პროფესიული საქმეების და პარტნიორებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, ფინანსურად მოგებიან გარიგებებს, რომლებიც მალე შემოსავალს მოიტანს, მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თევზები

ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - დიდი შანსია, რომ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარსულთან შეხვედრისას ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. პირად ურთიერთობებში ეძებეთ კომპრომისები და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ.

წაკითხვა 205 ჯერ