ამ გვერდის ამობედვა

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვენიერი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. მაგალითად, შეგიძლიათ ოჯახის ბიუჯეტი დაგეგმოთ, დამატებითი შემოსავლის წყაროს ძებნა დაიწყოთ და ა.შ.; ზოგი ვერძი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეძლებს, მაგრამ თქვენი იდეების შესახებ წინასწარ არავის უამბოთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი შენაძენი ძალიან გაგახარებთ.

კურო

მოვლენებით დატვირთული, საინტერესო დღეა, განსაკუთრებით ხელოვანი კუროებისთვის. ახლა პირად ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა დამატებით პრობლემებს მოგიტანთ, ამიტომ სასურველია, რომ ყველაფერი ძველებურად დატოვოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.

ტყუპები

 

ამ დღეს შეიძლება „გონება გაგინათდეთ“ და მიხვდეთ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე რა გადაწყვეტილება მიიღოთ. გაძლიერებული ინტუიცია მუშაობის დროს ძალიან დაგეხმარებათ. ყურადღება არ მოადუნოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც თქვენს შემოსავალზე აისახება. გირჩევთ, საქმიან მოლაპარაკებებში პიროვნული ხიბლი გამოიყენოთ და თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბს წინ აქტიური დღე ელის. მეგობრებმა ან თანამოაზრეებმა შეიძლება რაიმე სახალისო საქმიანობა შემოგთავაზონ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს გუნდურად მუშაობა უფრო წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, ვიდრე დამოუკიდებლად. სავარაუდოდ, საქმიანი მგზავრობა გელით, სადაც შესაძლოა, მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

ლომი

ამ დღეს სამსახურში მნიშვნელოვანი მოვლენები გელით, რომლებიც თქვენს სოციალურ მდგომარეობაზე აისახება. პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო ცვლილებები და სიახლეებია მოსალოდნელი. მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ საკუთარი იდეები მენეჯმენტს გააცნოთ - პიროვნული მომხიბვლელობა სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

მოვლენებით დატვირთული დღეა. ზოგი ქალწულისთვის ეს მოვლენები პირადი პრობლემების გადაჭრას უკავშირდება, ზოგისთვის კი - იურიდიული საკითხების მოგვარებას. შორიდან მოულოდნელი ამბები გელით. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით.

სასწორი

საქმიან ურთიერთობებში წინსვლა, წარმატება და განვითარება გელით. არ არის გამორიცხული, პარტნიორისგან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ ან სამსახურში ხელფასი გაგიზარდონ. შესაძლოა, ზოგ სასწორს ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა და პროფილაქტიკური გამოკვლევის ჩატარება მოუწიოს. საშიში არაფერია, მაგრამ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მორიელი

ამ დღეს მნიშვნელოვანია ადამიანებთან სწორი ურთიერთობების დამყარება, როგორც საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში. ელოდეთ საინტერესო შეთავაზებებს გარშემომყოფებისგან. სავარაუდოდ, რომანტიკულ პაემანზე ან საქმიან შეხვედრაზე მიწვევას მიიღებთ. საღამოს ბავშვებთან ერთად დროის გატარება სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს არა მარტო ბევრი მუშაობა, არამედ ბევრ ისეთი საქმის გაკეთებაც მოგიწევთ, რაც არ გევალებათ და არასოდეს გაგიკეთებიათ. მშვენიერი დღეა ვარჯიშისთვის, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. შეიძლება რომელიმე საკითხში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ. საღამო სასურველია, მყუდრო ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

თხის რქა

ეს დღე ხელსაყრელია ახალი ნაცნობობის, რომანტიკული პაემნისა და ფლირტისთვის, ამიტომ შეყვარებული თხის რქები მუშაობას გულს ვერ უდებენ. დაოჯახებულებმა სასურველია, საღამო ოჯახთან ერთად გაატარონ. საყვარელ ადამიანებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოგიწევთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ.

მერწყული

მერწყულებს, რომლებიც სახლიდან, დისტანციურად მუშაობენ, ნაყოფიერი დღე ექნებათ. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

თევზები

10 აპრილს გამუდმებით სადღაც გარბიხართ და ვიღაცას ელაპარაკებით. დაძაბული და დამღლელი დღეა, რომელიც ინფორმაციის ნაკადით თავბრუს დაგახვევთ. მთავარია, დღის ბოლომდე გაუძლოთ. დაელოდეთ მოულოდნელ სიახლეებს.

წაკითხვა 243 ჯერ