ამ გვერდის ამობედვა

ზოდიაქოს ნიშნების საყვარელი ყავის სახეობა

ალ­ბათ ცოტა მო­ი­ძებ­ნე­ბა ამ­ქვეყ­ნად ადა­მი­ა­ნი, ვისი დი­ლაც არო­მა­ტუ­ლი ყა­ვით არ იწყე­ბა. (თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ, რა თქმა უნდა, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც!). უმე­ტე­სო­ბის­თვის ყავა ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბას­თან, გა­მო­ფხიზ­ლე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ვნა­ხოთ, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს რო­გო­რი ყავა შე­ე­ფე­რე­ბათ:

ვერ­ძის­თვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სია ძლი­ე­რი ყავა - მა­გა­ლი­თად ესპრე­სო. თუმ­ცა, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ჩა­მოს­ხმუ­ლი დიდ ჭი­ქა­ში ორ­მა­გი, ან სამ­მა­გი დო­ზით.

კუ­როს ტკბი­ლე­უ­ლი უყ­ვარს, მის­თვის სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია მსუ­ბუ­ქი ყავა - ლატე.

ტყუ­პის ცხოვ­რე­ბის წესს ამე­რი­კა­ნო შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ეს ის ყა­ვაა, რომ­ლის წა­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვედ­რებ­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე; ტყუპს კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არა­სო­დეს სცა­ლია ერთ ად­გილ­ზე და­საჯ­დო­მად.

კირჩხი­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რია კლა­სი­კუ­რი კა­პუ­ჩი­ნო გემ­რი­ე­ლი ნამ­ცხვრის ნა­ჭერ­თან ერ­თად.

ლო­მის მო­ხიბ­ვლა ცივი ყა­ვით შე­იძ­ლე­ბა, რო­მელ­საც ნა­ყი­ნის გი­გან­ტუ­რი ულუ­ფაც მოჰ­ყვე­ბა.

ქალ­წუ­ლის­თვის დღის იდე­ა­ლუ­რი და­სა­წყი­სია სამ­კურ­ნა­ლო მწვა­ნე ყავა ან უკო­ფე­ი­ნო ყავა ხი­ლის მი­უს­ლით.

სას­წორს, რო­გორც ტკბი­ლე­უ­ლის დიდ მოყ­ვა­რულს და დამ­ფა­სე­ბელს მო­ხიბ­ლავს ე.წ. ბრა­ზი­ლი­უ­რი ყავა ნა­ღე­ბი­თა და ცუ­კა­ტე­ბით.

მო­რი­ე­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია შავი ყავა კო­ნი­ა­კით.

მშვილ­დო­სა­ნი კლა­სი­კურ თურ­ქულ ყა­ვას დას­ჯერ­დე­ბა, სა­სურ­ვე­ლია იგი ქვი­შა­ში იყოს მო­დუ­ღე­ბუ­ლი.

თხის რქა­საც ესი­ა­მოვ­ნე­ბა თურ­ქუ­ლი ყავა, მაგ­რამ სა­ნე­ლებ­ლე­ბით, იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ილი.

მერ­წყუ­ლის­თვის შე­საძ­ლოა იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი იყოს, რძი­ა­ნი ყავა გა­ხე­ხი­ლი შო­კო­ლა­დით.

რაც შე­ე­ხე­ბა თევ­ზებს მათ ორ­მა­გი ყავა მო­ე­წო­ნე­ბათ - ხსნა­დი ყა­ვი­სა და თურ­ქუ­ლი ყა­ვის კრე­ა­ტი­უ­ლი ნა­ზა­ვი - და აუ­ცი­ლებ­ლად ნამ­ცხვრით ან ტორ­ტის მოზ­რდი­ლი ნაჭ­რით.

 

წყარო

წაკითხვა 91 ჯერ