ამ გვერდის ამობედვა

“დაასრულეთ ურთიერთობები, რომლებმაც საკუთარი თავი ამოწურა“ - ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულისთვის

ივ­ლი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბის დროა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ი­ტო­ვოთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი და გა­და­აგ­დოთ წვრილ­მა­ნე­ბი. იმა­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზეც. ზო­გი­ერ­თი პრობ­ლე­მა მნიშ­ვნე­ლო­ბას და­კარ­გავს.

იგ­რძნობთ დრო­ის სწრაფ დი­ნე­ბას, ეც­დე­ბით ყვე­ლა­ფე­რი მარ­თოთ და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­ა­ნა­წი­ლოთ თქვე­ნი რე­სურ­სე­ბი. გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­ი­ძუ­ლებთ გა­დახ­ვი­დეთ აქ­ტუ­ა­ლუ­რი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. თუმ­ცა 25 ივ­ლი­სამ­დე სი­ხა­რუ­ლი­სა და შთა­გო­ნე­ბის მი­ზე­ზი მა­ინც გექ­ნე­ბათ. მო­გე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა დატ­კბეთ ცხოვ­რე­ბის წუ­თე­ბით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ მე­გობ­რუ­ლი თუ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

 

ივ­ლი­სის ფი­ნან­სე­ბი

თავი უნდა და­იც­ვათ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ტრან­ზაქ­ცი­ი­სა და და­ბა­ლი ხა­რის­ხის ნივ­თე­ბის შეს­ყიდ­ვე­ბის­გან. აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა დე­ვი­ზი "ყვე­ლა­ფე­რი, რაც ბრწყი­ნავს, ოქრო არ არის". პრეს­ტი­ჟი, ელე­გან­ტუ­რო­ბა და ბრწყინ­ვა­ლე­ბა უკა­ნა პლან­ზე გა­და­ვა, ად­გი­ლი და­ეთ­მო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლო­ბას და ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რო­ბას. შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა, ბა­ღის ხელ­სა­წყო­ე­ბი, ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა.

25-დან თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა - მერ­კუ­რი თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო "ფი­ნან­სუ­რი კონ­სულ­ტან­ტი" გახ­დე­ბა, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ეფექ­ტუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, და­გეგ­მოთ ბი­უ­ჯე­ტი, გა­ერ­კვეთ ბუ­ღალ­ტრულ და სა­გა­და­სა­ხა­დო დო­კუ­მენ­ტებ­ში, გა­მო­ი­ყე­ნოთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის და ისარ­გებ­ლოთ თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბით სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.

 

სა­მუ­შაო და ბიზ­ნე­სი

25 ივ­ლი­სამ­დე უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი გახ­დე­ბით სხვე­ბის მი­მართ და უფრო ხში­რად გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ მათ თვალ­საზ­რისს. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, იყოთ უფრო თა­ვა­ზი­ა­ნი სა­უ­ბარ­ში და პა­ტი­ვი სცეთ სხვის აზრს. ამას­თან, მე­ტად მო­გინ­დე­ბათ მარ­ტო­ო­ბა, იფიქ­რეთ თქვენს გეგ­მებ­ზე და კონ­ცენ­ტრირ­დით თქვენს ამო­ცა­ნებ­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ბა­ლან­სი გუნ­დურ მუ­შა­ო­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და სა­კუ­თარ პრო­ექ­ტებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებს შო­რის. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ წარ­მო­სახ­ვა, ფან­ტა­ზია და ბიზ­ნე­სი­სად­მი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა. შე­საძ­ლოა თქვე­ნი ფა­რუ­ლი ნიჭი გა­მო­აშ­კა­რავ­დეს და არას­ტან­დარ­ტუ­ლი მუ­შა­ო­ბის მე­თო­დე­ბიც ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნოთ. გირ­ჩევთ და­გეგ­მოთ თქვე­ნი დღე უფრო ფრთხი­ლად და იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი.

თვის ბო­ლოს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა მო­გე­მა­ტე­ბათ, შეძ­ლებთ მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის ეფექ­ტუ­რად და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შეს­რუ­ლე­ბას. ეს გაზ­რდის თქვენს ავ­ტო­რი­ტეტს თქვენს კო­ლე­გებს შო­რის. გუნდში მეტ მხარ­და­ჭე­რას იგ­რძნობთ. გა­მო­ი­ყე­ნეთ მე­ნე­ჯმენ­ტის კე­თილ­გან­წყო­ბა თქვე­ნი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის. გა­მო­ი­ჩი­ნეთ მეტი ინი­ცი­ა­ტი­ვა, იყა­ვით აქ­ტი­უ­რი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, აჩ­ვე­ნეთ სხვებს თქვე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა და ეფექ­ტუ­რო­ბა. შე­დე­გად მი­ი­ღებთ მომ­გე­ბი­ან ბიზ­ნეს­შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი პარტნი­ო­რე­ბის­გან და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ ფი­ნან­სურ და სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას.

 

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

 

ამ თვე­ში ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ჩი­ვი­ლის მი­ზე­ზი არ გექ­ნე­ბათ. თავს მხი­ა­რუ­ლად გრძნობთ, იმუ­ნი­ტე­ტი მა­ღალ დო­ნე­ზეა. თუმ­ცა, თუ გაქვთ და­ა­ვა­დე­ბის რა­ი­მე სიმპტო­მი, გა­ი­ა­რეთ გა­მოკ­ვლე­ვა და მი­მარ­თეთ ექიმს. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სის­ხლძარ­ღვებ­სა და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც საკ­მა­ოდ კარ­გია, უკვე ნაკ­ლე­ბად ნერ­ვი­უ­ლობთ და უფრო მშვი­დად რე­ა­გი­რებთ იმა­ზე, რაც თქვენ გარ­შე­მო ხდე­ბა. ხოლო, თუ და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ უმკლავ­დე­ბით შფოთ­ვას, მა­შინ მი­მარ­თეთ ფსი­ქო­ლოგს. კარგ ამინ­დში მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ გა­რეთ, მაგ­რამ სი­ცხე­ში შე­საძ­ლოა თა­ვის ტკი­ვი­ლი და სი­სუს­ტე გა­ნი­ცა­დოთ.

 

სიყ­ვა­რუ­ლი და ფლირ­ტი

პირ­ველ დე­კა­და­ში შე­საძ­ლოა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყოთ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც ფი­ნან­სუ­რად და­გეხ­მა­რე­ბათ. 11 ივ­ლი­სი­დან შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როთ წარ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, გა­და­უჭ­რელ ემო­ცი­ებ­ზე და ფა­რულ სურ­ვი­ლებ­ზე. ეს პე­რი­ო­დი იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ნი­კურ­ნოთ და გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ნე­ბის­მი­ე­რი ემო­ცი­უ­რი ტვირ­თის­გან, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­გი­შა­ლოთ სიყ­ვა­რუ­ლის გან­ცდა­ში.

 

გაძ­ლი­ერ­დე­ბა თქვე­ნი მგრძნო­ბე­ლო­ბა და ინ­ტუ­ი­ცია სა­სიყ­ვა­რუ­ლო სა­კი­თხებ­ში. უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი გახ­დე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. გაზ­რდილ მგრძნო­ბე­ლო­ბას შე­უძ­ლია გა­აღ­რმა­ოს კავ­ში­რი თქვენს პარტნი­ორ­თან, რაც ხელს შე­უ­წყობს უფრო მეტ გა­გე­ბას და თა­ნაგ­რძნო­ბას. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოთ ემო­ცი­უ­რი და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა და სიყ­ვა­რუ­ლის იდე­ა­ლი­ზა­ცი­ის ტენ­დენ­ცია. ხოლო ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტის სურ­ვი­ლი, რად­გან ის არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა "იდე­ა­ლურს". ახალ­მა რო­მა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ემო­ცი­ურ ზრდა­სა და სუ­ლი­ერ ევო­ლუ­ცი­ა­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­უდ­გეთ ამ კავ­ში­რებს ღიად, გულ­წრფე­ლად და ზრდის სურ­ვი­ლით. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლებ­ზეც რა­ი­მე მი­ზე­ზის გამო არ გსურთ სა­უ­ბა­რი ან შე­საძ­ლოა პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რი თა­ვი­დან­ვე უც­ნა­უ­რად მო­იქ­ცეს და გა­წყვი­ტოთ მას­თან კონ­ტაქ­ტი.

 

6 ივ­ლი­სის შემ­დეგ მო­გინ­დე­ბათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, სა­კი­თხე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რად გა­დაჭ­რა ერ­თგუ­ლი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით. შე­ეც­დე­ბით მეტი დრო გა­ა­ტა­როთ მე­გობ­რებ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც მხარს გი­ჭერთ ან შთა­გა­გო­ნებთ. ასე­ვე შე­ეც­დე­ბით გა­ა­ფარ­თო­ოთ თქვე­ნი სა­ნაც­ნო­ბო წრე, და­უ­კავ­შირ­დეთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს და და­ამ­ყა­როთ სა­სარ­გებ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბი. ეს პე­რი­ო­დი შე­სა­ფე­რი­სია ძი­რი­თა­დი მიზ­ნე­ბის გა­და­ხედ­ვი­სა და მცი­რე ინ­ტროს­პექ­ცი­ის­თვის. მო­ი­შო­რეთ ყვე­ლა­ფე­რი არა­სა­ჭი­რო, შე­ი­ტა­ნეთ ცვლი­ლე­ბე­ბი თქვენს სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, და­ას­რუ­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა. ახლა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს მო­მა­ვალ­ზე. პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში ახლა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბი უფრო სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას შეგ­მა­ტებთ.

 

21 ივ­ლი­სის შემ­დეგ მო­გინ­დე­ბათ მეტი რო­მან­ტი­კა და ნა­თე­ლი გრძნო­ბე­ბის შე­მო­ტა­ნა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხის შექ­მნა­სა და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა­ზე და­ფიქ­რდეს. პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს შემ­დეგ ეტაპ­ზე: და­ი­წყებთ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას და გა­აც­ნობთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს მშობ­ლებს. შვი­ლებ­თან მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ, ერ­თად და­გეგ­მეთ მათი მო­მა­ვა­ლი, ოჯა­ხუ­რი შვე­ბუ­ლე­ბა. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ასე­ვე, ზო­გი­ერთს მო­გი­წევთ რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

 

წყარო

წაკითხვა 310 ჯერ