ამ გვერდის ამობედვა

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თავი შეიკავეთ პარტნიორისთვის ზედმეტი მოთხოვნების წამოყენებისა და მკაცრი ჩარჩოების დაწესებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სურვილი გაგიჩნდათ. ეცადეთ, რეალურად მისაღწევი მიზნები დაისახოთ.
სამუშაო დღის დაგეგმვისას გრაფიკიდან ყველაფერი ზედმეტი ამოიღეთ.
ახლა იმდენი დრო არ გაქვთ, რომ წვრილმანებზე დაკარგოთ. დაიწყეთ იოგა, ცურვა ან ნელი სირბილი — ეს თქვენს გარეგნობაზე დადებითად აისახება.

კურო

ახალი ნაცნობობა შეიძლება მალე დიდ გრძნობაში გადაიზარდოს, თუმცა ურთიერთობის გაგრძელებისთვის ძალისხმევა დაგჭირდებათ.
მარსის დესტრუქციული გავლენით ამ დღეს შეიძლება პარტნიორის მიმართ გაღიზიანება და უკმაყოფილება იგრძნოთ.
ყურადღება გამოიჩინეთ მაღაზიებში სიარულისას — შესაძლებლობა გექნებათ, რომ ის შეიძინოთ, რაც დიდი ხანია გინდოდათ, მაგრამ ვერ ბედავდით.
თუ სტრესული სიტუაციის დროს ჭამა გიყვართ, შეიძლება რამდენიმე კილოგრამი მოიმატოთ, რაც ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

ტყუპები

ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენების უფრო საინტერესო ფორმა მოიფიქროთ. თუ ჯერჯერობით მარტო ხართ, მსუბუქი ფლირტის შესაძლებლობაზე უარი არ თქვათ.
შესაძლოა, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სხვადასხვა პრობლემამ იჩინოს თავი, მაგრამ თუ გონივრულად და ფრთხილად იმოქმედებთ, ყველაფერი მოგვარდება.
ხელსაყრელი დროა გულწრფელი საუბრისთვის ადამიანთან, ვისთანაც ურთიერთობის გარკვევას დიდი ხანია ცდილობთ.
შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის აღების უნარი კარიერული ზრდის პროცესში თქვენი მთავარი იარაღია, თუმცა ნურც საკუთარ ჯანმრთელობას დაივიწყებთ.

კირჩხიბი

მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევას, თორემ შეიძლება საკუთარი სიტყვების გამო ინანოთ.
კავშირი, რომელსაც ამ დღეს დაამყარებთ, მომავალში დიდ სარგებელს მოგიტანთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, მოკრძალება გამოიჩინოთ და კოლეგებთან თქვენი წარმატებებით არ იტრაბახოთ. ასევე უმჯობესია, ხელმძღვანელობის ყურადღება არ მიიქციოთ.
მალე თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რაც საშუალებას მოგცემთ დიდი ხნის ოცნება აისრულოთ. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე ხშირად იყოთ და მეტი იმოძრაოთ, განსაკუთრებით თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ — სხვაგვარად ჯანმრთელობის პრობლემები თავს შეგახსენებთ.

ლომი

შესაძლოა, ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ, გარკვეული კავშირი აღმოაჩინოთ. ეცადეთ, თითოეული გადაწყვეტილება მშვიდად და აუღელვებლად მიიღოთ.
მოსალოდნელია სამუშაო პროცესში შეფერხებები. ამის გამო შეიძლება გეგმების შეცვლა ან დამატებითი ვალდებულებების აღება მოგიწიოთ.
ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. გახსოვდეთ, რომ მუდმივ სტრესს შეუძლია ყველაზე ძლიერი ჯანმრთელობაც კი დააზიანოს.

ქალწული

დღე ხელსაყრელია არა მხოლოდ მეგობრებთან, არამედ ახლობელთა წრეშიც ურთიერთობების გასაძლიერებლად. დროა, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანს საკუთარი გრძნობების შესახებ უამბოთ. დღეს ისეთი დამაჯერებელი ხართ, რომ ნებისმიერი ადამიანის დარწმუნებას და ნებისმიერი შედეგის მიღწევას შეძლებთ.
დიდი და საპასუხისმგებლო საქმის დასაწყებად საფუძვლიანი დაგეგმვა დაგჭირდებათ. თუ მხოლოდ ინტუიციას ენდობით, შეიძლება წაგებული დარჩეთ.
ნუ დაივიწყებთ, რომ ზოგჯერ დასვენებაც საჭიროა, სხვაგვარად შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეთ. გაისეირნეთ პარკში, შეხვდით მეგობრებს ან მცირე შოპინგი მოაწყვეთ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება უფროსი ნათესავების ან პარტნიორის ინტერესები ყურადღების ცენტრში მოექცეს. სავარაუდოდ, მათ თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ. საუკეთესო დროა სასარგებლო კავშირების დასამყარებლად - ვარსკვლავების დახმარებით ახალი ნაცნობობა მოგებიან საქმიან ურთიერთობად გადაიქცევა.
რთული კვირის შემდეგ სრული უფლება გაქვთ საკუთარ თავს სასიამოვნო დასვენება მოუწყოთ ან მეგობრებთან ერთად ხმაურიან წვეულებაზე გაერთოთ. მთავარია ცხარე კერძებს მოერიდოთ და ალკოჰოლური სასმელი ზომიერად მიიღოთ.

მორიელი

ამ დღეს მარტოხელა მორიელს ხალხმრავალ ადგილებში ან საზოგადოებრივ ღონისძიებაზე მისვლას ვურჩევთ — შესაძლოა იმ ადამიანს შეხვდეთ, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებით.
ეს პერიოდი ფანტაზიისა და კრეატიულობის ზრდით ხასიათდება, რაც შემოქმედ მორიელებს წარმატებას მოუტანს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ნებისმიერ საქმეში შემოქმედებითი აქტივობა გამოიჩინოთ.
უპირველეს ყოვლისა, შემოსავლის შენარჩუნებაზე და დაგროვილი თანხის გონივრულად გამოყენებაზე იფიქრეთ. საღამოს შესაძლებელია ისეთი უსიამოვნო სიმპტომების გამწვავება, როგორიცაა სახსრების ტკივილი, ამიტომ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ.

მშვილდოსანი

დატვირთული სამუშაოს გამო, საყვარელ ადამიანთან ცოტა დროს ატარებთ, რამაც შეიძლება უთანხმოება და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვიოს. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და გამოსავალს გიკარნახებთ.
საქმეების დაგროვება არ დაუშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმდენი პრობლემა გაჩნდება, რომ შვებულების გადადება მოგიწევთ.
ხალხმრავალ ადგილებში ფრთხილად იყავით — იზრდება ქურდობის და თაღლითობის რისკი.
გონებრივი მუშაობით არ გადაიღალოთ — ამ დღეს სატურნი ფიქრის პროცესს აფერხებს. საღამოს ღირებულ რჩევას ან ავტორიტეტულ აზრს მოისმენთ, რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ.

თხის რქა

მარსისა და სატურნის არასტაბილური კომბინაციის გამო პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები. ვარსკვლავები მარტოხელა თხის რქებს ურჩევენ, გარშემომყოფებს ყურადღებით დააკვირდნენ — მათ შორის ბევრი მომხიბვლელი ადამიანია.
ამ დღეს გულახდილი საუბრისგან თავის შეკავება ჯობს, რადგან შეიძლება საკუთარი საიდუმლო წამოგცდეთ.
შანსი გეძლევათ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვებზე ადრე მიიღოთ ან შეისწავლოთ ის, რაც მალე ძალიან გამოგადგებათ.

მერწყული

თუ საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა ბოლო დროს ზედაპირული და უინტერესო გახდა, მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოთ.
ამ დღეს ისეთ ნაბიჯს გადადგამთ, რომელიც მომავალ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. გარშემო მყოფები თქვენს თავდადებას, გულწრფელობას და სამართლიანობისკენ სწრაფვას ღირსეულად დააფასებენ.
თუ გონებრივი სამუშაოს შესრულება ძალიან გღლით, პერიოდულად ყურადღება რუტინულ საქმეებზე გადაიტანეთ.
თავი შეიკავეთ ნაჩქარევი და ძვირად ღირებული შენაძენისგან, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ. მოსალოდნელია ალერგიული რეაქცია მწერის ნაკბენის ან უცნობი საკვების მიღების გამო.

თევზები

ყურადღებით იყავით — შესაძლოა, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.
გირჩევთ, საკუთარი ნაკლოვანებების მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ და პარტნიორის მიმართ უსაფუძვლო მოთხოვნები არ წამოაყენოთ.
საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, შესაძლოა უიმედო აღმოჩნდეს, ამიტომ მასზე დიდ დროს და რესურსებს ნუ დახარჯავთ.
მოერიდეთ გადაღლას, მოუარეთ სახსრებს, ქარისგან თავი დაიცავით და არ გადაიტვირთოთ. ამ დღეს ზედმეტი აქტიურობაც ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

 
წაკითხვა 101 ჯერ

სიახლეები