5 ფრაზა, რომელიც, ფსიქოლოგების აზრით, მაღალი ინტელექტის ადამიანს ახასიათებს
ერთ-ერთი ბოლო კვლევის დროს ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ინტელექტის მაღალი დონის მქონე ადამიანები საუბრის დროს ხშირად იყენებენ ფრაზებს, რომლებიც სოციალური კომპეტენციის (კრიტიკულ სიტუაციებში შესაბამისი, პროფესიული და ავთენტიკური რეაგირების უნარების) და ღრმა აზროვნების მაჩვენებელია.
ეს ფრაზა გამოხატავს მზადყოფნას გადაწყვეტილების მიღებამდე მეტი კვლევის ჩატარებისთვის, რაც ადამიანის მოქნილ აზროვნებაზე მიანიშნებს.
2. "რა საინტერესოა. მომიყევი!"
ეს ფრაზა სხვისი ცოდნისადმი ინტელექტუალურ ინტერესზე მიუთითებს. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები ყოველთვის ცდილობენ თვალსაწიერი გააფართოვონ და სხვების გამოცდილების მიმართ ყურადღება და პატივისცემა გამოიჩინონ.
3. „ეს ჩემი შეცდომაა“
საკუთარი შეცდომების აღიარება მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანის მნიშვნელოვანი თვისებაა. ეს ფრაზა პასუხისმგებლობის გრძნობაზე და სხვების მიმართ პატივისცემაზე მეტყველებს, როდესაც ადამიანი საკუთარ დანაშაულს აღიარებს და პატიებას არ ელოდება.
4. "სრულყოფილი არავინ არის“
ეს ფრაზა მეტყველებს, რომ ადამიანი მზადაა, საკუთარი ნაკლოვანებები აღიაროს და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღოს, რაც მაღალი ინტელექტის მახასიათებელია.
5. სარკასტული ფრაზები
საკაზმით ნათქვამი ფრაზები შემოქმედებითი აზროვნების ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნევა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფრთხილად შერჩეული სიტყვებით გამოხატული სარკაზმი, ხშირ შემთხვევაში, მაღალი ინტელექტის, განვითარებული ლექსიკის და ცხოვრებისეული გამოცდილების მაჩვენებელია.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"