ჩაკეტილობა თუ გახსნილობა: რაშია სხვაობა ინტროვერტსა და ექსტრავერტს შორის?
ბევრი თვლის, რომ ინტროვერტი და ექსტრავერტი - უბრალოდ მედლის ორი მხარეა.
სინამდვილეში, პიროვნება არ არის თეთრი ან შავი. ფსიქოლოგიაში სუფთა ტიპები არ არსებობს. არიან ადამიანები, მაგალითად, ძალიან მაღალი ან დაბალი სიმაღლის, მაგრამ უმრავლესობა ისწრაფვის საშუალო მნიშვნელისკენ. ასეა ექსტრავერტობაც.
ვინ არის ინტროვერტი
ინტროდუქციისკენ მიდრეკილება ვლინდება, თუ შენ გიყვარს მარტო ყოფნა, საკუთარ ფიქრებთან და იდეებთან განმარტოება.
ძირითადი მახასიათებლები:
- მარტოობის სიყვარული;
- ყურადღების ცენტრში ყოფნის დისკომფორტი;
- პირისპირ კომუნიკაციის უპირატესობა;
- ჯერ ფიქრი, შემდეგ განხორციელება;
- თვითრეაბილიტაცია მარტოობაში;
- მშვიდ, დამოუკიდებელ გარემოში მუშაობა;
- ჩაკეტილობა.
ინტროვერტობას და მორცხვობას შორის დიდი სხვაობაა.
მორცხვ ადამიანებს ხშირად ეშინიათ იმის, თუ რას იფიქრებენ სხვები. ინტროვერტებს ნეგატიური ემოციები არ აქვთ.
ის, რომ ინტროვერტებს არ უყვართ ხალხმრავლობა და დიდი კომპანია, არ ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლიათ მეგობრობა და ურთიერთობების დაწყება. ამ გაგებით, ისინი თითქმის არ განსხვავდებიან ექსტრავერტებისგან. ამას გარდა, მათ შეუძლიათ გაიკეთონ შესანიშნავი კარიერა, სადაც შესაძლებელია მარტოობა: ბუღალტერია, ინჟინერია, მწერლობა, სატვირთო მანქანის მართვა და ა.შ.
ვინ არის ექსტრავერტი
ასეთი ადამიანები ენერგიას სხვა ადამიანებისკენ და იდეების განხორციელებისკენ მიმართავენ.
ძირითადი მახასიათებლები:
- ბევრი ნაცნობი და მეგობარი;
- ყურადღების ცენტრში ყოფნის სიყვარული;
- გადაწყვეტილებების სწრაფი მიღება;
- გარშემომყოფებისგან პოზიტიური ენერგიის მიღება;
- ენთუზიაზმი და პოზიტიური ურთიერთობები;
- გუნდური მუშაობა.
ექსტრავერტები, როგორც წესი, რთულ სიტუაციაში უფრო მეტ თანადგომას იღებენ ადამიანებისგან. საერთო ჯამში, უმრავლესობას ექსტრავერტები უფრო უყვარს. ამიტომ, ისინი ხშირად ხდებიან ლიდერები და ირჩევენ გაყიდვების სფეროს, პიარს და სხვა პროფესიებს, სადაც აუცილებელია ადამიანებთან კომუნიკაცია.
მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ ერთი მახასიათებელია. დიდი სხვაობაა ინტროვერტთან სასიამოვნო საუბარსა და უხეშ ექსტრავერტს შორის.
როგორ მიხვდე, ვინ ხარ?
უმეტესობა ადამიანებისა, ექსტრავერტობის საშუალო შკალაშია. ეს ძალიან კარგია. არსებობს ტესტები, რომლებიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რომელ ტიპს მიეკუთვნებით.
სიახლეები
- “ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ - ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია” - მიხეილ სააკაშვილი
- “სალომე ზურაბიშვილის მიერ პრაღაში გაჟღერებულმა საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელები გეგმა; არის სიჩუმე, რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს?” – პაპუაშვილი
- “დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს; ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით, ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ” – მეუფე შიო
- “იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე” - პრემიერი 4 ოქტომბრის მოვლენებზე
- “უცხოეთიდან წაქეზებული ჯგუფები ევროკავშირის დროშით აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის ატრიალებას” - შალვა პაპუაშვილი