გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.
ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან საჰაერო რეისი დღეს აღარ შესრულდება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 236 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 105 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.65%.
ალილო ქუთაისში - ქრისტეშობის ღამეს 6 იანვარს 18:00 საათზე ტრადიცია გრძელდება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.
43 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ნიკა ქაცარიძე. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.