ნამცხვარი “ნაპოლეონი”
რეცეპტის ინგრედიენტები:
რეცეპტის მომზადების საფეხურები:
1)კვერცხი, კარაქი და წყალი გავთქვიფოთ ერთად. შემდეგ ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი და ხელით შევაგუნდაოთ. მიღებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად.
2)შემდეგ 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად და თითოეული კიდევ სამად, ანუ ჯამში 9 ნაჭერი მარგარინი უნდა მივიღოთ. თითოეულ ცომს წავუსვათ თითო ნაჭერი მარგარინი და შევდგათ მაცივარში10-15 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ და ახლიდან წავუსვათ მორიგი სამი ნაჭერი მარგარინი თოთოეულ ცომის ნაწილს, ამ პროცედურას ჯამში სამჯერ ვიმეორებთ.
3)მესამე ჯერზე გავაჩეროთ ცომი მაცივარში 20 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და დავჭრათ სამკუთხედებად. გამოვაცხოთ ღუმელში მაღალ ცეცხლზე.
4)ახლა კი მოვამზადოთ კრემი: ერთ ლიტრ ცივ რძეში ჩავყაროთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი. ორი კვერცხის გულისა და ორი ჭიქა შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი და ჩავასხათ რძის მასაში. ვურიოთ ხის კოვზით და ვადუღოთ 20 წუთით. ბოლოს შევათქვიფოთ 2 სუფრის კოვზი კარაქი, 1 ქილა შედედებული რძე, ვანილი და მწიკვი მარილი.
5)მიღებული ფაფუკი კრემი წავუსვათ გამომცხვარ სამკუთხედებს. ერთი გადავინახოთ, ბოლოს დავფხვანთ და ზემოდან მოვაყაროთ. სურვილისამებრ ფენებს შორის შეგიძლიათ ჩაალაგოთ მარწყვები ან ჟოლო, ზემოდან კი მოაყარეთ შაქრის პუდრა.
kulinaria.ge
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა