ამ გვერდის ამობედვა

როგორ უნდა მოვამზადოთ სკუმბრია მარტივად ხახვითა და სუნელებით

ინგრედიენტები:


პილპილი
სვანური მარილი
ნიორი - 3 კბილი
ხახვი - 4 თავი
ზეითუნის ზეთი
სოიოს სოუსი
სკუმბრია - 3 ცალი
ხმელი ქინძი
ხმელი ორეგანო
დაფნის ფოთოლი

 


მომზადების წესი:


თევზი გავრეცხოთ ცივი წყლით, გავჭრათ შუაზე, გავასუფთავოთ შიგთავსით და შეძლებისდაგვრად ამოვიღოთ ძირითადი ფხები (სკუმბრიის შემთხვევაში ეს ადვილია)


ცაკლე მოვამზადოთ სატენი: ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, მოვახსათ ზეითუნის ზეთი+სოიოს სოუსი+ყველა სუნელი და გავაჩეროთ 5-10 წუთი.

 

თევზს მოვაჭრათ კუდი, გავშალოთ და დავალაგოთ მზა ხახვის სატენი, გადავახვიოთ რულეტივით და დავამაგროთ ხის ჩხირით, ზემოდან მოვასხათ ზეითუნის ზეთი, ცოტა მარილი და ორეგანო. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 30-35 წუთი... ძალიან ხრაშუნა კანი აქვს, შიგნით კი საოცრად წვნიანი და არომატულია. უხდება ბრინჯის ან ბისტნეულუს სალათებს. გემრიელად მიირთვით.

 

წყარო

წაკითხვა 710 ჯერ