სალათა „მიმოზა“ ორაგულით
ინგრედიენტები :
მარილი
ლიმონის წვენი
მაიონეზი - 250.00 გ
კამა - 1.00 პატარა კონა
მწვანე ხახვი - 5.00 ღერი
მწვანე ვაშლი - 1.00 ცალი
ორაგულის ფილე - 400.00 გ
კვერცხი - 5.00 ცალი
კარტოფილი - 5.00 ცალი
სტაფილო - 5.00 ცალი
მომზადების წესი :
მოხარშეთ სტაფილო და კარტოფილი ადუღებულ მარილწყალში. გააცივეთ და გაფცქვენით. გახეხეთ კარტოფილი და სტაფილო წვრილ სახეხზე.
მოხარშეთ კვერცხი მაგრად. გაფცქვენით კვერცხის გული და ცილა.
ორაგულის ფილე მოხარშეთ ორთქლზე და გააცივეთ.
გაფცქვენით ვაშლი, ამოაჭერით გული და გახეხეთ წვრილად. მოასხით ლიმონის წვენი. წმინდად დაჭერით მწვანე ხახვი და კამა.
გაშლილ თეფშზე მოათავსეთ რგოლი 22-25 სმ დიამეტრის (მოსახერხებელია, გამოიყენოთ ამ მიზნით ტორტის დასაშლელი ფორმაც).
პირველ ფენად გაანაწილეთ რგოლში კარტოფილის ნახევარი, მოაყარეთ ცოტა მარილი, წაუსვით მაიონეზი. მეორე ფენად გაანაწილეთ თევზის ფილე, კვლავ წაუსვით მაიონეზე. მოაყარეთ ხახვი და კამა.
შემდეგ ფენად გაანაწილეთ სტაფილოს ნახევარი, მოაყარეთ ცოტა მარილი, წაუსვით მაიონეზი. გაიმეორეთ კარტოფილის ფენა, თევზი და სტაფილო, წაუსვით ყველა ფენას მაიონეზი.
შემდეგ იქნება გახეხილი ვაშლის ფენა და კვლავ მაიონეზი. გაანაწილეთ კვერცხის დაჭრილი ცილა, წაუსვით მაიონეზი, ბოლო ფენად მოაყარეთ კვერცხის გული.
გადააფარეთ ფრთხილად სალათს საკვების შესაფუთი ცელოფნიდან და მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათით.
სუფრასთან მიტანის წინ გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთი. შემდეგ კი მოხსენით სალათას რგოლი.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა