ამ გვერდის ამობედვა

სოკოს ბლინები ბრინჯით

ამ ბლინებს გასაოცარ გემოს აძლევს სოკოსა და ბრინჯის გულსართი. აუცილებლად სცადეთ ბლინები სოკოთი და ბრინჯით, მთელი ოჯახი მადლიერი იქნება უგემრიელესი სადილის გამო. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

 

ფქვილი - 220გრ;

წყალი - 220 მლ;

კვერცხი - 1ცალი;

რძე - 220ლ;

სოკო - 1კგ;

ბრინჯი - 50გრ;

ხახვი  - 1თავი;

მარილი  გემოვნებით (0,5ჩ/კ ცომში, გულსართში გემოვნებით);

შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

ზეთი  გემოვნებით;

 

მომზადების წესი:

ჯამში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ ფქვილი და კარგად ავურიოთ, ფქვილის კოშტები რომ არ დარჩეს. შემდეგ დავასხათ რძე, ჩავახალოთ კვერცხი, მარილი დავამატოთ, კარგად გადავურიოთ ყველაფერი, რომ ცომი გამოვიდეს ერთგვაროვანი. გავაცხელოთ ტაგფა, დავასხათ ზეთი და ბლინის ცომი დავასხათ, გამოვაცხოთ. 2-2 წთ ორივე მხრიდან გამოვაცხოთ. გავრეცხოთ ბრინჯი და ოდნავ მარილწყალში მოვხარშოთ. მეორე  ტაფაში მოვხრაკოთ ზეთში, გარეცხილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ცალკე მოვხრაკოთ ზეთში გარეცხილი წვრილად დაკეპილი სოკო.  სოკოს შევურიოთ ხახვი და ბრინჯი, გემოვნებით მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შემდეგ თითოეულ ბლინში ჩავდოთ 2ს/კ გულსართი და კონვერტისებურად გადავახვიოთ. ოდნავ შევბრაწოთ. გემრიელად მიირთვით  ბლინები სოკოთი და ბრინჯით!

 

წყარო

წაკითხვა 408 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 06 2022

სიახლეები