ამ გვერდის ამობედვა

წვნიანი ბრინჯით და ბოსტნეულით

თუ სამარხვო ცხელ კერძებს ეძებთ, აუცილებლად სცადეთ ეს არომატული და მსუბუქი წვნიანი, რომელიც სასწაულად გემრიელი და სასარგებლოა.

 

ინგრედიენტები :

წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი - 3 ლ

ყავისფერი ბრინჯი - 0,75 ჩაის ჭიქა

ხახვი - 1 ცალი

სტაფილო - 1 ცალი

ყაბაყი - 1 ცალი

ბადრიჯანი - 1 ცალი

ტკბილი წიწაკა - 1 ცალი

პომიდორი -1 ცალი

კარტოფილი - 2 - 3 ცალი

ნიორი - 3 კბილი

კამა - 0,5 კონა

ზეთი - 6 ს.კ.

დაფქული კარდამონი - 1 მწიკვი

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესი:

ბრინჯი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ; წყალი აადუღეთ და ჯერ ცოტა მარილი და შემდეგ ბრინჯი ჩაყარეთ. დაიწყეთ ხარშვა;

კარტოფილი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, და კუბებად დაჭერით. წვნიანში კარტოფილი ბრინჯის ჩაშვებიდან 10 წუთის შემდეგ უნდა ჩაყაროთ;

კარტოფილის მოხარშვას ცოტა რომ დააკლდება, ქვაბში ჩაამატეთ დაჭრილი ყაბაყი და ბადრიჯანი, წიწაკა, კანგაცლილი პომიდორი;

ამასობაში ხახვი და სტაფილო გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით, ზეთიან ტაფაზე დარბილებამდე ერთად მოშუშეთ და წვნიანში ჩაუშვით;

ყველა ბოსტნეულის დამატების შემდეგ ხარშეთ15-20 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე;

წვნიანს ბოლოს დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი, მარილი გემოვნებით, დაფქული კარდამონი და შავი პილპილი. ამის შემდეგ ადუღეთ 2-3 წუთი და ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით.

გემრიელად მიირთვით!

 

წყარო

წაკითხვა 511 ჯერ