ამ გვერდის ამობედვა

პასკის საოცარი არომატის საიდუმლო - ლიმონისა და ფორთოხლის ზეთი

ინგრედიენტები

  • ლიმონის ცედრა - 1 ც
  • ფორთოხლის ცედრა - 1 ც
  • ზეთი

 

მომზადების წესი

ლიმონის და ფორთოხლის ზეთი ძალიან სურნელოვანია, მოსამზადებლად კი უმარტივესი.გამოიყენებთ კექსებში, პასკებში,მაფინებში და ა. შ.

ლიმონს და ფორთოხალს აათალეთ ყვითელი ნაწილები (გამოიყენეთ სახეხი ან დანა), ეცადეთ არ შეყვეს თეთრი შიგთავსი. მოათავსეთ ქილაში, დაასხით ზეთი ისე, რომ დაფაროს ინგრედიენტები და ქილაც აივსოს. მოათავსეთ მზის სხივებისგან დაცულ ადგილას და დროდადრო შეანჯღრიეთ ხოლმე. ერთ კვირაში გადაწურეთ, კანი გადაყარეთ და ციტრუსის სურნელოვანი ზეთიც მზადაა.

წაკითხვა 279 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 28 2023