ტორტი რაფაელო
გთავაზობთ დიდებული ტორტის შედარებით მარტივ რეცეპტს. მოამზადეთ, დააგემოვნეთ და შეაფასეთ რეცეპტი.
რეცეპტის ინგრედიენტები:
5 ცალი კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
3⁄4ჭიქა ფქვილი
1 ჩ/კ ნუშის ექსტრაქტი
450 გრ. კრემ–ყველი
1 ჭიქა უმარილო კარაქი
280 გრ. შესქელებული რძე
1 1⁄2ჭიქა ქოქოსის ფანტელი
1⁄4ჭიქა რძის ფხვნილი
1⁄2ჭიქა რძე
2 ს/კ შესქელებული რძე
1 ჭიქა მოხალული ნუში
1⁄2ჭიქა დაფშვნილი ვანილის ვაფლი
12 ცალი რაფაელო მოსართავად
რეცეპტის მომზადების საფეხურები:
1. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. 5 ცალი კვერცხი (ცილის და გულის დაცალკევება საჭირო არაა) ნუშის ექსტრაქტთან და შაქართან ერთად თქვიფეთ, სანამ მოცულობა სამმაგად არ გაიზრდება. ფქვილი სამ ნაწილად დაყავით და კოვზის დახმარებით შეურიეთ კვერცხის ნაზავს. ცომთან სიფრთხილე გმართებთ - ზედმეტად არ ათქვიფოთ.
2. ცომი 22 სმ ზომის ცხიმმოსმულ საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ. აცხვეთ 30 წუთით, სანამ ნამცხვრის შუაგულში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.
3. კრემის მოსამზადებლად: თქვიფეთ დარბილებული კრემ–ყველი კარაქთან და 280 გრ შესქელებულ რძესთან ერთად. დაუმატეთ ½ ჭიქა ქოქოსის ფანტელი და რძის ფხვნილი, თქვიფეთ გლუვი მასის მიღებამდე.
4. პატარა თასში აურიეთ რძე და 2ს/კ შესქელებული რძე და გადადეთ. ნამხვარი სამ თანაბარ ფენად გაჭერით. თითოეული ნაწილი ფუნჯის ან კოვზის დახმარებით რძის ნაზავით თანაბრად დანამეთ.
5. ქვედა ფენას წაუსვით კრემი, მოაყარეთ დატეხილი მოხალული ნუში და დაფშვნილი ვაფლი. ზემოდან დაადეთ შემდეგი ფენები და ისევ ასე გაიმეორეთ.
6. ნამცხვრის გარეთა ნაწილი დარჩენილი კრემით მორთეთ, მოაყარეთ 1 ჭიქა ქოქოსის ფანტელი და მოალაგეთ რაფაელო. გემრიელად მიითვით!
სიახლეები
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- "9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა"
- "ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“