ამ გვერდის ამობედვა

კიტრის და სიმინდის სალათა გერმანულად

ინგრეიდენტები:

1 პატარა სალათის ფოთლები

1 მოზრდილი კიტრი

1 პატარა ქილა სიმინდი

ან 280 გრამი სახლში მოხარშული სიმინდი

1 კონა კამა

1 ჭიქა მომჟაო ნაღები

4 სუფრის კოვზი ნაღები

დაფქული მარილი,პილპილი

2 კბილი ნიორი

 

მომზადების წესი:

სალათის ფოთლები გამოაცალკევეთ და გარეცხეთ კარგად,შემდეგ  სალათის თეფშზე  პატარა ნაჭრებად დაალაგეთ.კიტრი გარეცხეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით.სიმინდი გაამშრალეთ და კიტრთან ერთად სალათის ფოთლებზე შემოალაგეთ.კამა გარეცხეთ და ძალაიან წვრილად დაჭერით.1 ჭიქა მომჟაო ნაღები და 4 სუფრის კოვზი ტკბილი ნაღები ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.ნივრის კბილი ,ნივრის საჭყლეტით დავჭყლიტოთ სოუსში ჩავასხათ.სოუსში   ყველაფერი კარგად ავურიოთ და მოვასხათ სალათას.სუფრაზე რომ მიიტანთ მაშინ ამოურიეთ სალათას.

 

წყარო

წაკითხვა 317 ჯერ