თუ გიყვართ ბრინჯი, მოამზადეთ ეს მადისაღმძვრელი კერძი მთელი ოჯახისთვის
ეს არის დასავლეთ აფრიკის ტრადიციული კერძი, რომელსაც სახელად ჯოლოფი ჰქვია. ვცადეთ რეცეპტი ჩვენთვის მოგვერგო და ძალიან გემრიელი შედეგი მივიღეთ.
ინგრედიენტები
ხორცი
ბრინჯი - 400 გ
წითელი ბულგარული წიწაკა - 3 ც
ხახვი - 1 ც
ნიორი - 2 კბილი
ჯანჯაფილი - 1 სკ
ზეთი - 5 სკ
ტომატპასტა - 100 გ
დაფნის ფოთოლი - 2 ც
კარის ფხვნილი - 2 ჩკ
ბულიონი - 600 მლ
მომზადების წესი
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. გაახვიეთ ქათმის ფილე ან სხვა ნებისმიერი სასურველი ხორცი ალუმინის ქაღალდში და გამოაცხვეთ სრულ მზაობამდე.
ბრინჯი მოათავსეთ საცერში, გაასუფთავეთ ცივი წყლის ქვეშ, გადაწურეთ და გადადგით.
ბულგარული წიწაკა, ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი და მწარე წიწაკა ერთად დააბლენდერეთ.
საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი ქვაბში და შეწვით ტომატის პასტა 2-3 წუთის განმავლობაში, ურიეთ ხშირად. დაამატეთ მწვანილი, სანელებლები და 1 ჩკ მარილი. შეწვით კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააყარეთ ბრინჯი, დაასხით ბულიონი (ან წყალი და ბულიონის კუბიკები), დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, აურიეთ, ხარშეთ 45 წუთის განმავლობაში, სანამ ბრინჯი არ მოიხარშება.
სერვირება: დიდ თეფშზე გადაიტანეთ ბრინჯი, თავზე მოალაგეთ ხორცის ნაჭრები.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- "ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას" - ოლივერ ვარჰეი
- "უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო, დიდი პანიკაა „ნაცებში“, გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი, მიჰყავთ რუსთაველზე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- “საქართველოს კურსი ევროკავშირისაკენ ბეწვზე ჰკიდია!”- უცხოური პრესა
- "ვერსად ვნახე რა ჰქვია ფსიქიკურად აშლილი პირების მმართველობას" - კახა გოგოლაშვილი