საქონლის ხორცის რულეტი სოკოთი
ინგრედიენტები:
1 კგ. ძროხის ხორცი
გამხმარი სოკო დაალბეთ ცივ წყალში 2 საათით. შემდეგ ამავე წყალში მოხარშეთ და გადმოიღეთ თუშფალანგზე. ნახარში შეინახეთ. დაჭერით 2 თავი ხახვი რგოლებად და ასრისეთ ზეთში. ხორცი და სოკო ერთად გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. შემდეგ აურიეთ ხახვი, დაამატეთ კვერცხი, ორცხობილა, დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
დაბეგვილ ხორცზე გადმოიტანეთ ხორცისა და სოკოს შეზავებული მასა, გადაახვიეთ რულეტად, შეკარით ძაფით და შეწვით ზეთში დაბრაწვამდე. სტაფილო გრძელ, ვიწრო ზოლებად დაჭერით, ასევე, დაჭერით ნიახურის ფესვის მეოთხედი და ხახვი – რგოლებად. ეს ყველაფერი მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და ზემოდან დადეთ რულეტი. მოასხით ლიმონის წვენი, 1 ჭიქა სოკოს ნახარში და შედგით ღუმელში მომზადებამდე.
რულეტს მოაცალეთ ძაფები და დაჭერით რგოლებად. ბოსტნეული სოკოს წვენით გახეხეთ საცერში, დაამატეთ არაჟანი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. მიღებული სოუსი მოასხით დაჭრილ რულეტს. გარნირად კი, გამოიყენეთ ბოსტნეულის კონსერვი. გემრიელი კერძი მზადაა!
წყარო:კულინარია
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა