წიწიბურა მოხრაკული ხახვითა და ქორფა კიტრით - სამარხვო კერძები
ინგრედიენტები:
- მარილი და პილპილი
- მწვანე ხახვი
- მაიონეზი (სამარხვო)
- ხახვი - 1.00 თავი
- კიტრი - 1.00 ცალი
- ზეთი - 2.00 ს/კ
- წყალი - 400.00 მლ
- წიწიბურა - 200.00 გ
მომზადების წესი
მოხარშეთ წიწიბურა ჩვეული წესით. კიტრი გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით წვრილ ჩხირებად.
ხახვი გაფცქვენით და დაჭერით თხელ ნახევარწრეებად.
ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოხრაკეთ ხახვი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
დაუმატეთ წიწიბურას მოხრაკული ხახვი, დაჭრილი ქორფა კიტრი, მარილი და პილპილი. აურიეთ კარგად.
სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი. სოუსად მიიტანეთ სამარხვო მაიონეზი.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი