ხორციანი ბლინები
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ხორცი ჩადეთ ცივ წყალში და მოხარშეთ. ხახვი დაჭერით წვრილად.
წყალში ან რძეში გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. თუ კარგად ვერ გალესავთ, გაატარეთ საცერში. ცომი თხელი არაჟნის სისქე უნდა გამოვიდეს.
მოხარშული ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოშუშეთ ცხიმიან ტაფაზე; დაამატეთ დაჭრილი ხახვი და შუშეთ ერთად. როცა ცოტათი დაიბრაწება, გადმოდგით ცეცხლიდან, შეაზავეთ პილპილითა და მარილით.
გააცხელეთ ტაფა (სასურველია თუჯის), მოაყარეთ მარილი და კარგად გაახურეთ. შემდეგ მოაცილეთ მარილი ტაფას, გაწმინდეთ ჩვრით და დაასხით ერთი მოზრდილი კოვზი ცომი. ტაფა ისე ამოძრავეთ, რომ ცომი მთელ სივრცეზე სწრაფად გაიშალოს. როდესაც ერთი მხარე დაიბრაწება, გადმოიღეთ და იგივენაირად მოამზადეთ დანარჩენი ბლინებიც.
თითოეული ბლინის დაბრაწულ გვერდზე სუფრის კოვზით დადეთ გულსართი, შეახვიეთ მუთაქის ფორმით და ცხიმიან ტაფაზე დაბრაწეთ ორივე მხრიდან.
წყარო: kulinaria.ge
სიახლეები
- სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 16 პირს წაუყენეს
- “შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა” - შალვა პაპუაშვილი
- “პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ შეუძლია კრიზისის მართვა ახლო აღმოსავლეთში, იმედი მაქვს, ჩვენც მსგავს წარმატებას მივაღწევთ უკრაინისთვის” - ზელენსკი
- “ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ, ვფიქრობ, კარგი პროგრესი გვაქვს” - ტრამპი