როგორ ავარჩიოთ იდეალური ავოკადო
ბოლო რამდენიმე წელია, ავოკადო ერთ-ერთი მოთხოვნადი და ამავდროულად, ძვირად ღირებული ხილია, რომელსაც ჯანსაღი კვების მოყვარულები საკმაოდ დიდ რეკომენდაციას უწევენ. ხშირად ხდება, როდესაც ეს პროდუქტი ვიზუალურად გვატყუებს და შიგთავსი გაფუჭებული გვხვდება.
მთავარია, ვიცოდეთ, როგორ უნდა ავარჩიოთ მწიფე ავოკადო და ასევე, თუ მარაგი გვინდა, მკვახე როგორ უნდა დავამწიფოთ სახლის პირობებში და რა თქმა უნდა, სწრაფად.
როგორც ბევრი სხვა ხილი და ბოსტნეული, ავოკადო გაყიდვაში ხშირ შემთხვევაში, მოუმწიფებელი გვხვდება. ღია მომწვენო ფერის ნაყოფს ხშირად ვიხილავთ სუპერმარკეტის დახლებზე. არსებობს რამოდენიმე ჯიშის. ჩვენთან, მეტწილად, მწვანე და ძალიან მუქი შემოდის.
მუქი ფერის ავოკადო, რომელიც, ხელით მოსინჯვისას მაგარი და ხორკლიანია, განსაკუთრებით გემრიელი ჯიშია და უმეტეს შემთხვევაში, იდეალური შიგთავსიც დაგხვდებათ.
არჩევნის გასამარტივებლად ყურადღება ავოკადოს ყუნწს მიაქციეთ. მოაშორეთ და დააკვირდით: თუ მომწვანო-მოყვითალო ფერია, ავოკადო დამწიფებულია.
თუ მწვანე ხასხასა ფერის ავოკადო შეგხვდებათ, ხელით მოსინჯვისას თითი დააჭირეთ, თუ რბილია, ესე იგი მწიფეა, მაგრამ ეს ჯიში ლატარეასავითაა.
თუ აპირებთ, მკვახე შეიძინოთ და 2-3 დღეში დაამწიფოთ, ჯობს, ვაშლთან ან ბანანთან ერთად, ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ. ავოკადოს ამწიფებს ბანანი, თუმცა თავად ბანანი შავდება და ფუჭდება, ესეც უნდა გაითვალისწინოთ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ხშირად მკვახე ავოკადოს დამწიფება არ ხერხდება და ეს მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ პროდუქცია არასწორად შეინახეს, სანამ დახლზე გამოიტანდნენ -- მაგალითად, მკვახე მდგომარეობაში მაცივარში შეინახეს და შემდეგ სითბოში გამოიტანეს.
როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დაჭრილი ავოკადო ფერს დაჭრილ ხახვთან ერთად უფრო დიდხანს ინარჩუნებს. კარგი შესახედაობა დიდხანს ექნება, თუ მას ლიმონის, ან ლაიმის წვენს მოასხამთ. კიდევ ერთი ხრიკი: თუ გაჭრილი ავოკადოს მაცივარში შენახვას აპირებთ, კურკა არ მოაშოროთ.
სიახლეები
- "მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც" - მიხეილ სააკაშვილი
- "უდანაშაულო ვარ, წესიერი ადამიანი ვარ და კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი" - ნიკოლას მადურო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 იანვრისთვის
- "რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება"
- " ის, რომ მადურო სასტიკი, არალეგიტიმური დიქტატორია, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ვენესუელაში დონალდ ტრამპის ქმედება იყო როგორც უკანონო, ასევე არაგონივრული"