წაბლისა და შოკოლადის ნამცხვარი ფქვილის გარეშე
ინგრედიენტები
- კარაქი - 115 გ
- შავი შოკოლადი - 200 გ
- კვერცხი - 4 ცალი
- ყავისფერი შაქარი - 100 გ
- ზღვის მარილი - მწიკვი
- ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ
- მოხარშული და დაფქული წაბლი - 200 გ
- საფანელი - ფორმისთვის
მომზადების წესები
შოკოლადი და კარაქი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ და გავაგრილოთ. 20 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაფრქვიოთ საფანელი. ნახევარი შაქარი და კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ შოკოლადისა და კარაქის მასა. შაქრით, ცილითა და ლიმონის წვენით ავთქვიფოთ მკვირივი ბეზეს მასა. შოკოლადის მასას შევურიოთ 1/4 ბეზე და წაბლი. ბოლოს შევურიოთ დანარჩენი ბეზე, მოვათავსოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 30-35 წუთის მანძილზე. -
ნამცხვარი ფორმაში გავაცივოთ და ისე დავჭრათ.
https://gemrielia.ge
სიახლეები
- რუსეთის ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო სოციალური ქსლების მომხმარებლების მესენჯერ-აპლიკაცია MAX-ში გადასაყვანად.
- ,, ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ დასრულდეს, დასრულდება'' - დონალდ ტრამპი
- გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს – 18 000 ადამიანი ევაკუირებულია
- “იმედია, საზოგადოებაში ისეთი ძალები და გაერთიანებები წარმოიქმნებიან, რომლებსაც თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული ოპონირების კულტურა ექნებათ” – ვოლსკი
- ევროკავშირის ელჩებმა 19 ირანელი ჩინოვნიკისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს