ტარტ-ტატენი - ლეგენდარული ფრანგული დესერტი
ინგრედიენტები
- ვაშლი - 1.5 კგ (გარჩეული)
- შაქარი - 250 გ
- კარაქი - 80 გ
- ვანილი
- დარიჩინი
- მზა ფენოვანი ცომი - 400 გ
მომზადების წესები
ვაშლი გათალეთ და გაჭერით ორად, ამოაცალეთ გული.
დაახლ. 26 სმ დიამეტრის ტაფაში (რომელსაც შემდეგ ღუმელშიც შედგამთ) შაქარი და ვანილი მოათავსეთ, მოხარშეთ ლამაზი ოქროსფერი კარამელი.
ამ კარამელში მჭიროდ ჩაალაგეთ ვაშლის ნაჭრები, მოაყარეთ დარიჩინი და ზემოდან კარაქის ნარები დაადეთ.
ფენოვანი ცომი მსუბუქად გააბრტყელეთ და დაჩხვლიტეთ. მისი დიამეტრი ფორმაზე 1-1.5 სმ-ით მეტი უნდა იყოს. დააფარეთ ვაშლებს ზემოდან და ჩაუკეცეთ გვერდები. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.
ღუმელიდან ამოღების შემდეგ ნამცხვარი ჯერ გააგრილეთ, შემდეგ ხელით დაიჭირეთ და ფორმიდან ზედმეტი კარამელი გადმოღვარეთ ცალკე ჭურჭელში.
ღუმელიდან ამოღების შემდეგ ნამცხვარი ჯერ გააგრილეთ, შემდეგ ხელით დაიჭირეთ და ფორმიდან ზედმეტი კარამელი გადმოღვარეთ ცალკე ჭურჭელში.
ნამცხვარი კი თეფშზე გადმოაბრუნეთ.
გადმოღვრილი კარამელი, რომელშიც ვაშლიც წვენიც შედის, ხელახლა აადუღეთ, შეასქელეთ და გადაუსვით ზემოდან ნამცხვარს, მიირთვით ვანილის ნაყინთან ერთად, უბრალოდ დიდებულია!
გადმოღვრილი კარამელი, რომელშიც ვაშლიც წვენიც შედის, ხელახლა აადუღეთ, შეასქელეთ და გადაუსვით ზემოდან ნამცხვარს, მიირთვით ვანილის ნაყინთან ერთად, უბრალოდ დიდებულია!
სიახლეები
- რუსეთის ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო სოციალური ქსლების მომხმარებლების მესენჯერ-აპლიკაცია MAX-ში გადასაყვანად.
- ,, ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ დასრულდეს, დასრულდება'' - დონალდ ტრამპი
- გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს – 18 000 ადამიანი ევაკუირებულია
- “იმედია, საზოგადოებაში ისეთი ძალები და გაერთიანებები წარმოიქმნებიან, რომლებსაც თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული ოპონირების კულტურა ექნებათ” – ვოლსკი
- ევროკავშირის ელჩებმა 19 ირანელი ჩინოვნიკისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს