სამარხვო ტორტი
რეცეპტის ინგრედიენტები
- 1 ჩ/ჭ ზეთი
- 4 ჩ/ჭ ფქვილი
- 11⁄2 ჩ/ჭ შაქარი
- 100 გრამი მარგარინი
- 1⁄2 ჩ/ჭ მოხალული თხილი
- 2 ჩ/ჭ თბილი წყალი
- 1 ჩ/კ სოდა
- 1 შეკვრა ვანილი
- არომატული წვეთები
- ნუში
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1. ერთი ჩაის ჭიქა ზეთი, ორი მესამედი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი და სოდა კარგად აურიეთ და შეაზილეთ დაახლოებით სამნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი.
2. მიღებული რბილი ცომი დაყავით ორ მოზრდილ (და ერთ პატარა)* ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე ცოტაოდენ ფქვილმოყრილ ტაფაში. როცა გავარდისფერდება, მზად იქნება.
3. კრემი: ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი, ერთი ჩაის ჭიქა შაქარი და ვანილი აურიეთ და კარგად გახსენით ერთნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში. შედგით ნელ ცეცხლზე, მორევით აადუღეთ და ხარშეთ ხუთი წუთით.
4. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, შეაზილეთ სამარხვო ცხიმი და შეურიეთ დაჭრილი მოხალული თხილი/ნიგოზი.
5. ერთ გამომცხვარ ფირფიტას თანაბრად წაუსვით კრემის ნახევარი, დაადეთ მეორე ფირფიტა, წაუსვით კრემის დარჩენილი მეორე ნახევარი.
6. სამარხვო ტორტს ზემოდან მოაყარეთ თხლად დაჭრილი ნუში (ან დაფხვნილი პატარა ფირფიტა)*.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი