შოკოლადის კექსი ფრანგი კონდიტერის რეცეპტით
ინგრედიენტები
მინანქარი:
- სოდა - 1/2 ჩ.კ
- დაფქული თხილი ან ნუში - 90 გ
- კვერცხის ცილა - 3
- კარაქი - 70 გ
- შაქარი - 100 გ
- ფქვილი - 40 გ
- კვერცხი - 1 + 1 გული
- შოკოლადი - 60 გ
- შოკოლადი - 100 გ
- რძე - 50 გ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე. საშუალო ზომის ფორმას (16-18 სმ) წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი.
შოკოლადი და კარაქი გაადნეთ. კვერცხის ცილით და შაქრის ნაწილით ათქვიფეთ ბეზე. ცალკე ათქვიფეთ 1 მთლიანი კვერცხი + 1 კვერცხის გული, დარჩენილი შაქარი და დაფქული თხილი. შეურიეთ გამდნარი შოკოლადი, გაცრილი ფქვილი, სოდა, შემდეგ კი ბეზე. გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ 20-30 წუთი. ნამცხვარი გულში ოდნავ ნოტიო უნდა დარჩეს. გააციეთ ნამცხვარი და მოასხით მინანქარი.
მინანქრისთვის ორთქლზე გაადნეთ რძე და შოკოლადი ერთად. კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა გახდეს. თბილივე მოასხით ნამცხვარს. გააფორმეთ ხილით.

სიახლეები
- “თუ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვგრძნობთ ღვთის მაცხოვნებელ ძალას, სწორედ იმის ბრალია, რომ გვაკლია ასეთი რწმენა, რომ ჩვენში ძალიან ცოტაა ასეთი სარწმუნოება” – მეუფე შიო
- ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია
- ”ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება” – მაია ბითაძე
- სოკოს სალათი
- “ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაბამისად, დავტოვე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭო” – ანა ნაცვლიშვილი