მარწყვის ფუმფულა რულეტი - გემო, რომელიც არ დაგავიწყდებათ
ინგრედიენტები
ბისკვიტი:
- ფქვილი - 95 გ
- გამაფხვიერებელი - 1 ს/კ
- მარილი - 1/2 ს/კ
- კვერცხი - 4 ცალი
- შაქარი - 150 გ
- ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ
- მცენარეული ზეთი - 2 ს/კ
- მარწყვი - 300 გ ( პატარა ნაჭრები)
- შაქარი - 50 გ
- წყალი - 15 მლ
- „სოფლის ნობათის“ არაჟანი 20% - 300 გ
- ვანილი - 1 შეკვრა
- შაქრის პუდრა - 100 გ
1. მარწყვის ჯემის (შიგთავსის) მომზადება.
პატარა ქვაბში მოათავსეთ მარწყვი, შაქარი და წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ურიეთ ნელ-ნელა. ეცადეთ კოვზის დახმარებით ერთიანი მასა მიიღოთ, ისეთი, როგორიც ჯემია. ადუღეთ , სანამ მასა არ გასქელდება,დაახლოებით 15-20 წუთი. გადმოდგით გაზქურიდან და გააციეთ.
2. ბისკვიტის მომზადება.
წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. წაუსვით საცხობ ფორმას ( 30X40 სმ) კარაქი და გადააფარეთ პერგამენტის ფურცელი.
საშუალო ზომის ჯამში ჩაყარეთ ფქვილი,გამაფხვიერებელი და მარილი. დიდ ჯამში მოათავსეთ კვერცხი,შაქარი და ვანილის ექსტრაქტი. აურიეთ მიქსერით , სანამ ჰაეროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ ზეთი და ფქვილის მასა. ბისკვიტის მასა მოათავსეთ საცხობ ფორმაში , გადაანაწილეთ კარგად.
გამოაცხვეთ 12-15 წუთი.
სუფთა ტილო მოათავსეთ მაგიდაზე,მოაყარეთ შაქრის პუდრა და ღუმლიდან გამოღებული თხელი ბისკვიტი დაადეთ ზემოდან. სანამ ბისკვიტი ცხელია, გადაახვიეთ ტილოს დახმარებით.
3. არაჟნის შიგთავსი
არაჟანი მოათავსეთ მარლაში და გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამე. დილით არაჟანი დაგხვდებათ კარგად გაწურული და უფრო სქელი.
გადაიტანეთ არაჟანი ჭურჭელში და შემოდგით მეორე ჭურჭელზე, რომელშიც უნდა ჩაასხათ ყინულებიანი წყალი. შურიეთ არაჟანს შაქრის პუდრა და ვანილი და ათქვიფეთ მიქსერით 15-20 წუთი.
4. რულეტის მომზადება
გაასწორეთ ბისკვიტი და წაუსვით მარწყვისა და არაჟნის შიგთავსი. კვლავ გადაახვიეთ და შედეთ მაცივარში 1 საათით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ბრიტანეთმა გენპროკურორს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს ფინანსური სანქციები დაუწესა
- ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, აშშ-სგან $50 მილიარდის სამხედრო პაკეტი იყიდოს
- ,,ევროსაბჭოს რეზოლუცია ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ, გვჭირდება პარტნიორები და არა ბატონები"- კახა კალაძე
- ,,შვედეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები გუშინ ამაზრზენ თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ ელჩმა მემორიალი ყვავილებით შეამკო”- შალვა პაპუაშვილი