უგემრიელესი სალათის ტორტი
დაგჭირდებათ ნამცხვრის (ტორტის) ფორმა, რომელსაც გვერდები ეხსნება.
ინგრედიენტები
- მოხარშული კარტოფილი - 4-5 ც
- მოხარშული ქათმის ფილე - 300 გ
- სოკო ( შამპინიონი) - 350 გ
- ხახვი - 1 ც
- კვერცხი - 5 ც
- ყველი (მაგარი სახეობის) - 250 გ
- მოხარშული სტაფილო - 3 ც
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- მაიონეზი
მომზადების წესები
სოკო და ხახვი დაჭერით კუბებად. მოთუშეთ ზეთში. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ტორტის ფორმაში ჩაახეხეთ იმ რაოდენობის ყველი, რომ ძირი დაიფაროს. გადაასწორეთ ზედაპირზე. თავზე მოასხით ცოტა მაიონეზი და კოვზით გადაანაწილეთ.
ქათმის ფილე დააქუცმაცეთ კომბაინში (ან ხელით) და გადაანაწილეთ ყველისა და მაიონეზის ფენაზე. კვლავ თხელ ფენად წაუსვით მაიონეზი.
შემდეგ ფენად გადაანაწილეთ მოთუშული სოკო და ხახვი. შემდეგ - მოხარშული და გახეხილი კვერცხი. გახეხეთ ყველი და მოაყარეთ. კვლავ გადაუსვით მაიონეზი თხელ ფენად. ბოლოს მოაყარეთ გახეხილი სტაფილო და ფორმას გვერდები შემოაცალეთ.
ფენები მარტივად:
ყველი, მაიონეზი, ქათმის ფილე, მაიონეზი, სოკო და ხახვი, კვერცხის ცილა, კვერცხის გული, ყველი, მაიონეზი, სტაფილო
გარშემო წაუსვით მაიონეზი და გახეხილი ყველი მოაყარეთ. „ტორტის“ თავი მორთეთ მაიონეზითა და ბროწეულით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს
- “გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას - ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა” - აიათოლა ალი ხამენეი
- სამარხვო ტოლმა
- სტრასბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის დანაშაულზე საგანგებო ტრიბუნალის შექმნის შესახებ
- “გელათის ტაძარს დღეს აღარაფერი ემუქრება, მთავარი ტაძარი გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით” - თინათინ რუხაძე