კარამელის ტარტი
160 გ ფქვილი, 30 გ ნუშის ფქვილი, 30 გ კაკაო და 50 გ შაქარი სამზარეულოს კომბაინში დავაქუცმაცოთ სანამ ერთიან მასას
მივიღებთ.
გავახვიოთ საკვებ ცელოფანში და გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 30 წთ.
შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ტარტის ფორმაში. გავაჩეროთ საყინულეში 10 წთ. ზედ დავაფინოთ საცხობი ქაღალდი, დავაყაროთ რომელიმე პარკოსანი, მაგ. ლობიო, რომ ცომმა ცხობისას ფორმა არ დაკარგოს.
გამომცხვარი ტარტი გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე. ლობიო შეგვიძლია სხვა დროს მოვამზადოთ.
300 გ შაქარი და 0,5 ჭიქა წყალი პატარა ქვაბით დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ იქამდე, სანამ სიროფი არ გაყავისფრდება. გადმოვდგათ და ძალიან ფრთხილად დავუმატოთ 120 მლ ნაღები. დავაბრუნოთ ცეცხლზე და სწრაფი მორევით წამოვადუღოთ 2-3 წთ.
ბოლოს დავუმატოთ კუბებად დაჭრილი 70 გ კარაქი და გავხსნათ ბოლომდე. შევაგრილოთ და დავასხათ გაცივებულ ტარტს.
ტარტი ასეთ მდგომარეობაში უნდა გაჩერდეს მაცივარში 3-4 სთ.
120 მლ ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე და ცხელი დავასხათ 120 გ დაფხვნილ შავ შოკოლადს. მოვურიოთ, რომ ბოლომდე გაიხსნას და დავასხათ ტარტს ზემოდან.
სერვირებამდე 2-3 სთ. ჩავაცივოთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- “ისტერიულ აგონიაში ხართ” - ქეთი ხოსიტაშვილი ISFED-ის პუბლიკაციაზე
- “ის არა ელჩის მოვალეობას ასრულებს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტისას, რომელსაც მალე გააუქმებენ” - გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩზე
- ქუთაისის ინფექციურ ცენტრს მთავრობა “ლჯ და კომპანიისგან” 8 მილიონ ლარად გამოისყიდის
- ოქროს ფასმა 4 300 დოლარს გადააჭარბა – რა ღირს ოქრო საქართველოში
- რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს