"მოგვცა შესაძლებლობა, აქტიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად"
ჩემი მინისტრობის პერიოდში პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამის ხედვას უახლოეს მომავალში წარადგენს.
„უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას, რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის“, – აღნიშნა ამილახვარმა.
განათლების ახალი მინისტრის განცხადებით, გასული წლების შედეგები იძლევა შესაძლებლობას საქართველოს განათლების მიზიდულობის კერად ჩამოყალიბებისთვის.
„გასული წლების განმავლობაში მიღწეულმა შედეგებმა უკვე მოგვცა შესაძლებლობა, აქტიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად, მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და პირდაპირ ინვესტიციას განათლებაში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"