მარიამ ჯაში: საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით გაიზრდება
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ის მნიშნელოვანი ცვლილებები შეაჯამა, რომელსაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს. მისი ინფორმაციით, მომავალი წლისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით გაიზრდება. მისივე განცხადებით, განათლების ბიუჯეტის მატების მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ კომპონენტს ეხება.
„წელს ქვეყნის მასშტაბით დასრულდა 50 სკოლის მშენებლობა და მათგან 20 სკოლა მთლიანად სახელმწიფო რესურსით აშენდა. 2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის ნაწილში გაზრდილი ბიუჯეტი საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ ყველაზე პრიორიტეტულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი", -განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მარიამ ჯაშმა ყურადღება პროფესიული განათლების დაფინანსებაზე გაამახვილა, რომელიც 2018 წელთან შედარებით, 20.3 მლნ-ით იზრდება. ეს მას ახალმიღებული პროფესიული განათლების კანონის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად უაღრესად მნიშნელოვან პირობად მიაჩნია.
„ახალი კოლეჯები აშენდება მარნეულში, ხაშურში, მარტვილში, წყალტუბოსა და ჩოხატაურის რაიონებში და ეს განათლების სამინისტროსთან ერთად ჩემი კოლეგების - მაჟორიტარი დეპუტატების დამსახურებაა", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტში პირველად არის გათვალისწინებული როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებში სტუდენტების სახელმწიფო ვაუჩერით დაფინანსება. მისი თქმით, ეს ცვლილებაც წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემის საპასუხოდ მოხდა, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გარემო დანერგილიყო საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს შორის. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯიც ინტენსიური მუშაობის შედეგია პროფესიული განათლების სისტემაში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან. 2019 წელს ბიუჯეტით დაახლოებით 15,600 სტუდენტის სწავლა დაფინანსდება, მათ შორის კერძო კოლეჯების 3,000 სტუდენტის.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა