ამ გვერდის ამობედვა

კოსმოსში პირველი ტურისტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

ოთხი ტურისტი, რომელიც კოსმოსში სამი დღის წინ გაფრინდა დედამიწაზე უვნებლად დაეშვნენ.

SpaceX-ის კაფსულა ფლორიდადან ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გაეშვა და დღეს ატლანტის ოკეანის ზედაპირზე დაბრუნდა. ოთხი პირი, რომელიც კაფსულაში იმყოფებოდა დედამიწაზე პარაშუტებით დაბრუნდნენ. 

 

ჯგუფი მილიარდერი ჯარედ ისააკმენის მიერ იყო დაკომპლექტებული. მან კოსმოსში მოგზაურობისთვის 200 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. მასთან ერთად იმყოფებოდა ნასას ყოფილი ასტრონავტობის კანდიდატი შან პროქტორი, ჰეილი არსენოქსი - 51 წლის ფიზიკოსი, რომელმაც თანდაყოლილი ძვლის კიბო დაამარცხა და საავიაციო მონაცემების ინჟინერი კრის სემბროსკი. 

 

"ფანტასტიური გასეირნება იყო ჩვენთვის. თუმცა ჩვენ ახლა დავიწყეთ", -თქვა ისააკმენმა დედამიწაზე დაბრუნებისას. 

 

ეს უკვე მესამე ჯერია, როდესაც ელონ მასკმა ადამიანი გაუშვა კოსმოსში, თუმცა პირველად ტურისტული მიზნით.

 

"გილოცავთ. Inspiration4x" - დაწერა მან ტვიტერზე. 

წაკითხვა 373 ჯერ