"გვალვა დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებას იწვევს"
გვალვა დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ელექრონერგიის გამომუშავების შემცირებას იწვევს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ექსპერტების მონაცემებით, მაღალი ტემპერატურისა და უნალექობის გამო, ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობა 20%-ით შემცირდა.
ატომური ელექტროსადგურები ასევე შეზღუდულად მუშაობენ, რადგან ისინი გამაგრილებელ სისტემაში მდინარეების წყალს იყენებენ. ეს ყოველივე კი, დამატებით პრობლემებს უქმნის ევროპას, რომელიც ცდილობს, რუსული ენერგორესურსების ალტერნატივა მოძებნოს.
ჰიდროელექტროსადგურები მიერ გამოყოფილი ენერგია მნიშვნელოვანია ევროპისთვის. მაგალითად იტალია საჭირო ენერგიის 1/5-ს ჰიდროელექტროსადგურებიდან იღებს.
ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას ესპანეთიც, სადაც ჰიდროენერგიის მოცულობა შემცირებულია.
საფრანგეთში ძლიერი სიცხის გამო, ატომური ელექტროსადგურების რეაქტორების 50%-ის მუშაობა დროებით შეჩერებულია.
სიახლეები
- "ჩვენ უნდა დავაწესოთ მიზანმიმართული სანქციები და მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება"
- "მთავარია, მართლები ვიყოთ საკუთარი სამშობლოს და მისი ღირსეული მომავლის წინაშე, გელოდებით ყველას 29 აპრილს"
- 24-25 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 აპრილისთვის
- ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების დელეგატები იმერეთის კურორტების სამკურნალო თვისებებს ეცნობიან