უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
31 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან, სავარადუდო, ჭურვის აფეთქების შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მიხეილ მაზანაშვილი წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ის უკრაინაში იბრძოდა.
„ხვალ მისი დაბადების დღეა. უკრაინაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. უკრაინელი ცოლი ჰყავდა. პატრიოტი ადამიანი იყო“.
მიხეილ მაზანაშვილი გორიდან, სოფელ ზერტიდანაა. ოჯახის ინფორმაციით, 29 წლის ქართველ მებრძოლს საქართველოში გადმოასვენებენ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ და "განხორციელდება შესაბამისი პროცედურები".
უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 39 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
სიახლეები
- 3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი - 66 ადამიანი, უკრაინის მოქალაქეა - ამავე პერიოდში საქართველოდან სხვა ქვეყნის 59 მოქალაქე გააძევეს
- " ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის - გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით" - გია ვოლსკი
- "მამული, ენა და სარწმუნოება - ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას" - ირაკლი კობახიძე
- "29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად" - ხატია დეკანოიძე
- უკრაინის მოქალაქეებს საქართველომ უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაუხანგრძლივა