ამ გვერდის ამობედვა

რომელი პროდუქტების მიღება არაა რეკომენდებული უზმოზე

სპეციალისტები არ გვირჩევენ დღის დაწყებას ფორთოხლით, ლიმონით, ანანასით, მანდარინით, მწვანე ვაშლით, პოპულარული ფაფებით. თეთრი პური, ფუნთუშები, სხვადასხვა ფანტელები და ბრინჯის ფაფა სწრაფი ნახშირწყლების წყაროა.

ლიმონიანი წყალი, ჩვეულებრივ მიჩნეულია სასარგებლო სასმელად, თუმცა ის უარყოფითად მოქმედებს კუჭზე.

 

ამის მიზეზი არის ის, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შიგნითა ზედაპირს აღიზიანებს ლიმონის მჟავა, რის შედეგადაც შეიძლება გამწვავდეს გასტრიტი ან წყლულოვანი დაავადება.

 

მშიერ კუჭზე ასევე არ შეიძლება ყავის, მათ შორის რძიანი ყავის მიღებაც. ყავა საკმაოდ აგრესიული პროდუქტია. ბევრისთვის ჩვეულებადაა ქცეული ფინჯან ამერიკანოს ან კაპუჩინოსთან ერთად, სიგარეტის მოწევა, რაც ასევე მავნებელია კუჭისთვის.

 

უზმოზე ჩაის, ტკბილი ან ჩვეულებრივი გაზიანი სასმელების, ასევე კოჭას ჩაის მიღებაც არაა მიზანშეწონილი. კოჭამ შეიძლება გააღიზიანოს შინაგანი ორგანოების ქსოვილები.

წყარო

წაკითხვა 444 ჯერ