ამ გვერდის ამობედვა

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს 5 ყოველდღიური სურნელი, ქვეცნობიერად გვამშვიდებს

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ სურნელს, გააჩნია ძალა, იმოქმედოს ჩვენს განწყობაზე. მაგრამ იცოდით, რომ ზოგიერთი სუნი, ყოველდღიურად ისე გვამშვიდებს, რომ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ.

  1. ყავის მარცვლები
ყავის მარცვლებს, ცუდი სუნის შთანთქმის გარდა, აქვს ძალა, გავლენა მოახდინოს ჩვენს განწყობაზე. უახლესი კვლევების თანახმად, ყავის მარცვლების სურნელი გვმატებს თავდაჯერებას და აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს.

  1. "მწვანესუნი

მცენარეების სურნელი, აძლიერებს სიკეთის განცდას და ჩვენს საწყისებთან გვაბრუნებს. მაგალითად, რეჰანის სუნი არეგულირებს გულისცემას, ხოლო ლავანდის და ევკალიპტის სურნელები, მოქმედებენ როგორც დამამშვიდებელი საშუალებები.

  1. სანელებლები და ციტრუსები

დარიჩინის სურნელი თრგუნავს შიმშილის განცდას, ჯანჯაფილი ენერგიით აგავსებთ, ხოლო ციტრუსის, მაგალითად, ფორთოხალის ან ლიმონის ცედრის არომატი, გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ.

 
  1. ძველი წიგნები

ბრიტანელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ძველი წიგნების სურნელი, ქაღალდის ბუნებრივი ქიმიური დეგრადაციის შედეგად წარმოიქმნება. ბენზალდეჰიდი, რომელიც პარფიუმერიაში გამოიყენება, ნუშის სურნელს აფრქვევს, ცელულოზას - ვანილის არომატი დაჰკრავს, ხოლო თილჰექსანოლი, ყვავილოვანი ნოტებითაა გამდიდრებული... მთელი ეს პალიტრა კი, წარმოშობს მაგიურ სურნელს, რომელსაც დამაშვიდებელი ეფექტი აქვს.

  1. სუფთა თეთრეული

ჟასმინი, ლავანდა, ევკალიპტი... დამამშვიდებელი, ჰიგიენური და თერაპიული თვისებებით ცნობილი არომატებით მდიდარი  სარეცხი საშუალებები, პირდაპირ მოქმედებენ ჩვენს არაცნობიერზე. აქედან გამომდინარე, სიმშვიდის გრძნობა, რომელიც სუფთა თეთრეულში ჩაწოლისას გვეუფლება, მხოლოდ შეგრძნება არ არის - ის ფიზიკური ფაქტორებით განპირობებული ემოციაა.


 
წაკითხვა 395 ჯერ