„თუ ცხელ ჩაის იმზადებთ, ლიმონი მაშინვე არ ჩააწუროთ“ – სასარგებლო რჩევები გიორგი ღოღობერიძისგან
ლიმონი C ვიტამინის წყაროა, ის მგრძნობიარეა ტემპერატურის მიმართ.
ბიოქიმია - ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე გვიზიარებს სასარგებლო რჩევებს, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს: თუ ცხელ ჩაის იმზადებთ, ლიმონი მაშინვე არ ჩააწუროთ, ეს გააკეთეთ მაშინ, როდესაც ჩაი შეგრილდება. საკმარისია ტემპერატურა იყოს 30 გრადუსი, რომ C ვიტამინი უკვე დაიწყებს დაშლას. ამიტომ, თუ გინდათ რომ სარგებელი მიიღოთ ლიმონიანი ჩაისგან, მხოლოდ შეგრილების შემდეგ ჩააწურეთ ლიმონი.
ასევე, იცოდეთ რომ არ შეიძლება ძალიან ცხელი ჩაის მიღება. ირანელებში ჩაატარეს კვლევა, როდესაც ცხელი ჩაის ტემპერატურა იყო 60 გრადუსი და მეტი და იღებდნენ ხშირად, წლობის განმავლობაში, ამან გამოიწვია საყლაპავი მილის სიმსივნე. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ ადამიანი იყო მწეველი და ალკოჰოლის მოყვარული.
ლიმონიანი ჩაის მიღება სასარგებლოა ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ქსოვილების აღდგენისთვის საჭიროა კოლაგენი, კოლაგენის სინთეზსში კი 2 ფერმენტია ღირებული, ლიზინისა და პროლინის ჰიდროქსილაზები, რომლებიც C ვიტამინს საჭიროებენ. გამოდის, ოპერაციის შემდგომ, ლიმონიანი ჩაის დალევა ორგანიზმისთვის სასარგებლოა.
თუ გაწუხებთ თირკმლები და გაქვთ კენჭები თირკმელში, იცოდეთ, რომ თირკმლის კენჭების უმთავრესი ნაწილი არის კალციუმის ოქსალატისგან აგებული კენჭები. რა უნდა გააკეთოთ რომ კალციუმი ოქსალატს არ მიუერთდეს? – მიიღეთ ლიმონიანი ჩაი. ლიმონი შეიცავს ციტრატს, მას შეუძლია კალციუმს ისე მიუერთდეს რომ ოქსალატი ჰაერში დატოვოს. გამოდის, რომ ლიმონიანი ჩაის მიღების შემთხვევაში კენჭების განვითარება მცირდება.
გაითვალისწინეთ, თუ გაწუხებთ გულის უკმარისობა, არ არის რეკომენდირებული ძალიან ბევრი ლიმონიანი ჩაის მიღება.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"