მელანია თუ ივანკა? - ტრამპები საშობაო მეჯლისზე ბრწყინავდნენ
თეთრი სახლის დარბაზში აშშ-ს პრეზიდენტის ოჯახმა კონგრესის ყოველწლიურ საქველმოქმედო მეჯლისს უმასპინძლა.
ღონისძიება მასპინძელმა, დონალდ ტრამპმა ცოლთან ერთად გახსნა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეკრებილებს, შეაჯამა მისი მმართველობის წლები და აღნიშნა, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
მელანიამ კი სტუმრებს თეთრი სახლის დეკორაციის შესახებ უამბო, რომლის შექმნაში თავად ძალიან დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული.
მართალია, დარბაზი, სადაც სტუმრები იყვნენ შეკრებილი, თვალისმომჭრელად იყო გაფორმებული, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი თავად მელანია იყო - აშშ-ს პირველი ლედი Celine-ის თეთრ კაბაში ბრწყინავდა.



ღონისძიებაზე შესანიშნავად გამოიყურებოდა პრეზიდენტის 37 წლის ქალიშვილიც, ივანკა ტრამპმა საზოგადოება „პრადას“ წითელი კაბით მოხიბლა.

ambebi.ge
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში