საქართველოში ახალი წელი ორჯერ – 1 და 14 იანვარს აღინიშნება
ქართული კალენდრის მიხედვით, ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ: აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში, ხოლო იანვარში ახალი წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.
საქართველოში ახალი წელი ორჯერ – 1 და 14 იანვარს აღინიშნება. საქართველოს მსგავსად, ძველით ახალ წელს სხვა ქვეყნებიც აღნიშნავენ, მათ შორისაა: რუსეთი, ბელორუსია, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, შვეიცარია, საბერძნეთი და სხვ.
ძველით ახალი წლის აღნიშვნას იწვევს ორი კალენდარული სისტემა. ერთია – იულიუსის “ძველი სტილის” კალენდარი და მეორე – გრიგორიანული “ახალი სტილის”. დღეს, ადამიანები სწორედ ამ “ახალი სტილის” კალენდრით სარგებლობენ.
მართალია, საქართველოში ძველით ახალ წელს დიდი მხიარულებით ხვდებიან, თუმცა ისე არა, როგორც 1 იანვარს. უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესია ძველით და ახალ წელსაც სულ სხვანაირად უყურებს.
ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციასთან დაკავშირებით კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, მამა არჩილ ხაჩიძე ამბობს:
“ახალი წელი რამდენიმე საუკუნეა, საქართველოში და თითქმის მთელი მსოფლიოს ნაწილში 1 იანვარს აღინიშნება. მაგრამ ახალ წელს 1 იანვარს ადრე არ აღნიშნავდნენ, იმიტომ რომ, არ არსებობდა ისეთი კოორდინირება, როგორიც ახლა გვაქვს. თან, ყველა ერს ჰქონდა გამორჩეული დღე, საიდანაც იწყებდა წელთაღრიცხვას…
ახალი წელი, როგორც ასეთი, საეკლესიო დღესასწაული არ არის და ბუნებრივია, ვერ იქნება. ეკლესიას გააჩნია თავისი უამრავი დღესასწაული, რომელსაც ყოველდღიურად აღნიშნავს, რადგან ყოველი დღე უფლის სადიდებელია. ეკლესიას აქვს თავისი დაარსების დღე, სულთმოფენობა. ეს უდიდესი დღესასწაულია.
ბუნებრივია, არსებობს საზოგადოება, რომელიც ერთდროულად არის მრევლიც და ჩვეულებრივი ნაწილი სახელმწიფოსი და იმ გარემოსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ახალი წლის ორჯერ აღნიშვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი საეკლესიო დღესასწაული არ არის, ეკლესია მაინც ზეიმობს.
მრევლს რაც შეეხება, თავისუფლად შეუძლია ორივე იდღესასწაულოს. თუმცა, ახალი წელი იმის საბაბად არ უნდა იქცეს, რომ ჩვენი სულიერი სამყარო ავურიოთ. ის სიმშვიდე და მყუდროება, რომელსაც მარხვის განმავლობაში ვინარჩუნებთ, ქარს არ უნდა გავატანოთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, ოღონდ აუცილებლად მარხვით”.
წყარო : ambioni.ge
სიახლეები
- “მოგიწოდებენ სანქცია დაუწესო რუსეთს, მოგიწოდებენ რომ მოხალისეები გააგზავნო, თვითონ კი ჩირგვებში არიან, ბიზნესს აკეთებენ “ - ირაკლი ზარქუა
- “რევოლუცია აქ არ მოხდება, გამორიცხულია” - ირაკლი ზარქუა
- “როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება, ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს – ისინი ვერ უზრუნველყოფენ ვერც სინათლეს და ვერც პროგრესს” - მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე
- მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა
- “ჩვენ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე დავრწმუნდით და ვიგრძენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნდეს გრძელვადიანი მშვიდობა” - კახა კალაძე