კალანდობა გურიაში
კალანდობა – ასე უწოდებენ გურიაში შობა-ახალ წელს, რომელიც დეკემბრის ბოლოს იწყება.
ღვეზელით, გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით, მარანში შავი ღვინით და კრიმანჭულით ახალი წელს გურიაში ეგებებიან, ახალი წლის დახვერდას გურულები კერიაზე ცეცხლის დანთებით იწყებდნენ. გურულ ოჯახებში უფროსი მამაკაცი მამლის ყივილზე გარეთ გამოდიოდა, მარანში ღვინოს დაისხამდა და ილოცებოდა. თუმცა კალანდობის მთავარი ატრიბუტი მაინც ჩიჩილაკია.
სხვათა შორის, იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთიც ღებავდნენ. ყველაზე ტრადიციულ გურულ სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა ახალ წელს განსაკუთრებულად ელოდნენ. სოფელში ტრადიაცია არ ირღვეოდა და სუფრაზე ჩიჩილაკი იდგა, რომელსაც ისინი წმინდა ბასილის წვერებს ადარებდნენ. კალანდობის მზის სხივები ჩიჩილაკის ბურბუშელაა. სიმბოლურად წმინდა ბასილის წვერებადაა მიჩნეული. თავად ჩიჩილაკი მზეა.
ჩიჩილაკს ჯვრით ამკობდნენ, ხოლო სუროს ძირში უფენდნენ. გურულებმა იცოდნენ, რომ სურო ოლიმპოს ერთმა ღმერთმა დიონისეს გადააფარა, რათა მტრების ცეცხლში არდამწვარიყო. ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სინედლესა და სიცოცხლეს უბედებდა ოჯახს, რომლითაც „მფერხავს“ ანუ მეკვლეს კეთილი გულით გამორჩეულ კაცს ,ბარაქა შეჰქონდა.
წყარო : traveltoguria.wordpress.com
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის