სტალინის შვილთაშვილი: „დეგენერატია ყველა, ვინც სტალინურ რეპრესიებს ამართლებს“
იოსებ სტალინის შვილთაშვილმა იაკობ (იაშა) ჯუღაშვილმა„მორალური მახინჯი“ და „დეგენერატი“ უწოდა რუსეთის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სტალინურ რეპრესიებს ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს.
ეს პოზიციაჯუღაშვილმა რადიოსადგურ „Говорит Москва“–ს ეთერში დააფიქსირა.
\
„ლევადა–ცენტრის“ მიერ რუსეთში ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 46% სტალინური ეპოქის მსხვერპლს გამართლებულად მიიჩნევს; მთლიანობაში, რუსეთის მოქალაქეების მიერ იოსებ სტალინის მიმართ დადებითმა დამოკიდებულებამ ისტორიული რეკორდი მოხსნა და სადღეისოდ 70%–ს აღწევს.
იაკობ ჯუღაშვილის განცხადებით, იგი ამ მონაცემებით შეძრწუნებულია:
„რაზე მეტყველებს ეს? - ალბათ, იმაზე, რომ 46% დანაშაულს ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს.ანტისტალინურმა და ანტისაბჭოურმა სიცრუემ ხალხი მორალურ მახინჯებად დადეგენერატებად აქცია, რომლებიც გულწრფელად თვლიან, რომ დიადი მიზნები მიიღწევა დანაშაულების ჩადენით მათი მხრიდან, ვისაც სამსახურებრივად დანაშაულთან ბრძოლა ევალება - ანუ სახელმწიფო მოხელეების. ჩემთვის ეს არის მთავარი ამ მონაცემებში“.
accentnews.ge
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს