ანუკი არეშიძემ დაბადების დღე წყნეთის აგარაკზე ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა
დიზაინერი ანუკი არეშიძე პირველ ივლისს 31 წლის გახდა.
გასული წლის პომპეზური წვეულებისგან განსხვავებით, თბილისის პირველმა ლედიმ დაბადების დღე წელს მოკრძალებულად აღნიშნა და წყნეთის აგარაკზე მეგობრები და უახლოესი ნათესავები მიიწვია.
იუბილარი ტრადიციულად, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა - არეშიძეს საკუთარი დიზაინით შექმნილი შაბიამნისფერი კაბა ეცვა და სუფრის დიზაინშიც მთავარი შტრიხები თავად შეიტანა.


დაბადების დღეს დიზაინერის მშობლები, ძმა და რძალი, ასევე უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ: მათ შორის "მის საქართველო" ნუკი ყარალაშვილი, რომელთანაც არეშიძე წლებია მეგობრობს, დიზაინერი მაკა კვიციანი, რომელიც ცნობილია კულინარიის სიყვარულით და წვეულების სტუმრებს რამდენიმე კერძიც კი მოუმზადა, ასევე ღონისძიებების ორგანიზატორი ანი პირველი, რომელმაც წინა წლებში ანუკი არეშიძის დაბადების დღის წვეულების დიზაინსა და კალაძეების წყვილის ქორწილის გაფორმებაზეც იზრუნა.




დაბადების დღეს ესწრებოდნენ პარლამენტარი ბექა ოდიშარია და მისი მეუღლე მაკუნა გამცემლიძე - ამ უკანასკნელმა ცოცხალი მუსიკის თანხლებით, რამდენიმე ქართული სიმღერა უმღერა წვეულების სტუმრებს.
"დიდი მადლობა დაბადების დღის სურვილებისთვის! საუკეთესო საჩუქარი ამ დღეს იმის შეხსენებაა, რა არაჩვეულებრივი მეგობრები და ოჯახი მყავს. ეს კი ჩემი არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა" - ამ სიტყვებით გადაიხადა მადლობა დიზაინერმა "ინსტაგრამზე".




სიახლეები
- სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
- ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა
- ლატვიამ რუსეთის საზღვართან 280 კილომეტრიანი ღობე აღმართა
- ,,მინდა, ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს – ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს"- ივანე ჩხაიძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს