შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს დაბადების დღეზე ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქეს
2 ივლისს შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს წარმოუდგენელი სიურპრიზი მოუწყეს და საკუთარ დაბადების დღეზე მანქანა აჩუქეს.
"საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში" - დაწერა გახარებულმა ევამ "ინსტაგრამზე" და საჩუქრის ფოტოებიც გამოაქვეყნა.
არსებული ინფორმაციით, ევას ავტომობილი შორენას ბეგაშვილის მეგობარმა აჩუქა.


2016 წლის მარტში ევას უმძიმესი ტრაგედია დაატყდა თავს. გოგონა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექიმები დამაიმედებელ პროგნოზსაც ვერ აკეთებდნენ.
თურქეთში მკურნალობისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ევა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. სკოლა დაამთავრა და ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტია. გოგონა ხშირად მონაწილეობს სარეკლამო გადაღებებში და დედის მსგავსად საკმაოდ ძვირადღირებული ინფლუენსერი და ფოტომოდელია.


სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა